ავტორი:

"ვკითხე, რატომ ხარ უხეში? - შემდეგ კი გამოგვყარეს" - დაპირისპირება თვითმფრინავში, რის შემდეგაც არმან ცარუკიანი გააძევეს: რა მოხდა American Airlines-ის ბორტზე? (ვიდეო)

"ვკითხე, რატომ ხარ უხეში? - შემდეგ კი გამოგვყარეს" - დაპირისპირება თვითმფრინავში, რის შემდეგაც არმან ცარუკიანი გააძევეს: რა მოხდა American Airlines-ის ბორტზე? (ვიდეო)

MMA-ს სომეხი მებრძოლი, არმან ცარუკიანი და მისი რამდენიმე მეგობარი ლოს ანჯელესიდან ფილადელფიაში მიმავალი ამერიკული ავიახაზების რეისის ბორტიდან გააძევეს.

• გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ გაჰყავთ ცარუკიანი თვითმფრინავიდან.

Arman Tsarukyan was reportedly just kicked off an American Airlines flight because he was "looking at his phone during takeoff" 😬

(via @AdamZubayraev) pic.twitter.com/X2mRiKsCHR
— Championship Rounds (@ChampRDS) April 16, 2026

არსებული ინფორმაციით, ამის მიზეზი ავიაკომპანიის წესების დარღვევა გახდა.

ცარუკიანისა და მისი მეგობრების რეისიდან გაძევების ვიდეოს გავრცელების შემდეგ, American Airlines-მა განცხადება გაავრცელა - "ისინი აეროპორტში დავბრუნდეთ, რადგან უარი თქვეს ფედერალური რეგულაციების დაცვაზე. უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია და მგზავრები უნდა დაემორჩილონ ეკიპაჟის წევრების ინსტრუქციებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

მოგვიანებით, მომხდარზე ისაუბრა სპორტსმენმაც:

"ჩემს გუნდთან ერთად თვითმფრინავში ავედით. სამი თავისუფალი ადგილი იყო და ბორტგამცილებელს ვკითხე, შეგვეძლო თუ არა იქ დაჯდომა. მან არც კი მიპასუხა არც არა. მკითხა, სად არის შენი ადგილი? რაზე ვუპასუხე - ჩემი ადგილია 29A", - ჰყვება მებრძოლი და ამბობს, რომ ამის შემდეგ ბორტგამცილებელმა უთხრა - "იქით წადი", - და ამით მიუთითა მისთვის განკუთვნილ სკამზე.

ამგვარი პასუხი ცარუკიანს არ მოეწონა, თუმცა როგორც ამბობს, კონფლიქტს გაერიდა, ამასთან მაინც არ დაჯდა თავის კუთვნილ ადგილას, არამედ, სხვა თავისუფალი სავარძელი აირჩია. ამის შემდეგ არმანს ტელეფონმა დაურეკა, რამაც სიტუაცია უფრო დაძაბა.

• "ვკითხე: "რატომ ხარ უხეში?" შემდეგ 30A სკამზე დავჯექი, რადგან ცარიელი იყო და ვიღაცამ ჩემს მეგობარს დაურეკა. შემდეგ სამივე თვითმფრინავიდან გამოგვყარეს", - ჰყვება ცარუკიანი.