"პალიტრა მედია ჰოლდინგი" 31 წლის გახდა, ყველაფერი კი 1995 წლის 18 აპრილს გაზეთ "კვირის პალიტრის" პირველი ნომრით დაიწყო.
დღესდღეობით ჰოლდინგი აერთიანებს რამდენიმე ბეჭდურ გამოცემას, 20-ზე მეტ საინფორმაციო და ელექტრონული კომერციის ვებგვერდს, რადიოს, ტელევიზიას, გამომცემლობას, წიგნებისა და სათამაშოების მაღაზიათა ქსელებს, სტამბას, ქაღალდის სადისტრიბუციო კომპანიას, ქაღალდის საწარმოს, სარეკლამო და ივენთ კომპანიებს.