"გაზაფხულის პერიოდში სეზონურია მდინარეების ადიდება და კალაპოტებიდან გადმოსვლა. ჩვენდა სამწუხაროდ, იმ მდინარეებზე, სადაც მცირე რაოდენობით ჩამონადენი გვქონდა, ძალიან ბევრმა სახლები და სავარგულები გააშენა“ - ამის შესახებ რადიო "პალიტრას“ გადაცემაში "თქვენი დრო“ "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ განაცხადა.
შეგახსენებთ, 12-13 აპრილს მოსულმა უხვმა ნალექმა კახეთის რეგიონში პრობლემები შექმნა. განსაკუთრებით პრობლემები იყო: ყვარლის, ლაგოდეხის და გურჯანიის მუნიციპალიტეტებში, სადაც ინტენსიური წვიმის შემდეგ მდინარეები ადიდდა, რის გამოც დაზიანდა ინფრასტრუქტურა, დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები, საცხოვრებელი სახლების ეზოები და პირველი სართულები.
"ვერ მივაღწიეთ იმას, რომ კანონში ჩაწერილიყო, რომ კალაპოტის პირველი ტერასა ყოფილიყო დაცული. საფრთხეები ძალიან ხშირ შემთხვევაში სწორედ პირველ ტერასაზეა. უნდა აღინიშნოს, რომ მარტო ალაზანი არ ადიდებულა, ადიდდა მისი შენაკადები ლაგოდეხში, სერიოზული პრობლემები გვაქვს გურჯაანსა და ყვარელშიც, აღარაფერს ვამბობ სხვა მუნიციპალიტეტებზე, სადაც უჩვეულოდ დიდი თოვლი და დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა, ამას დაემატა ისიც, რომ წვიმებისა და ნალექების რაოდენობაც იყო დიდი... წაიკითხეთ ვრცლად