ქორწილის დღე ბევრი ქალისთვის ცხოვრების ყველაზე ზღაპრული მომენტია, თუმცა მექსიკელი ალექსანდრასთვის ეს დღე ნამდვილ კოშმარად იქცა. ისტორია, რომელიც ინტერნეტსივრცეში "საქორწილო ომის“ სახელით გახდა ცნობილი, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ოჯახური შუღლი ხანდახან ყოველგვარ საზღვარს სცდება.
როდესაც ვერაფერმა გაჭრა, ოჯახმა "გეგმა B“ აამოქმედა.

იმ მომენტში, როდესაც პატარძალი ეკლესიისკენ მიემართებოდა და სტუმრები აღფრთოვანებული მზერით ელოდნენ მას, სამი ნიღბიანი პირი გამოჩნდა. მათ ალექსანდრას პირდაპირ თეთრ კაბაზე ბლანტი, შავი საღებავი გადაასხეს.
"თავიდან მეგონა, რომ წყალი იყო, მაგრამ როცა ფერი და სუნი ვიგრძენი, მივხვდი - ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი დღე ნანგრევებად იქცა“, - იხსენებს ალექსანდრა.
სტუმრების ყვირილისა და პატარძლის ცრემლების მიუხედავად, საქმრომ გასაოცარი სიმტკიცე გამოიჩინა. მან ხელი ჩაჰკიდა ატირებულ პატარძალს და უთხრა, რომ არანაირი საღებავი მათ კავშირს არ შეცვლიდა.
მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმის უკან საქმროს დედა და რძლები იდგნენ, გეგმა ჩავარდა. მეგობრებისა და ახლობლების დახმარებით, ალექსანდრამ საღებავი მოიშორა, სხვა კაბა ჩაიცვა და ცერემონია მაინც ჩატარდა. თუმცა, ფიზიკური კვალის წაშლა უფრო ადვილი აღმოჩნდა, ვიდრე ფსიქოლოგიური ტრავმის.
შოკისმომგვრელი ინციდენტის შემდეგ, ბუნებრივია, გაჩნდა კითხვა: აგეს თუ არა პასუხი დამნაშავეებმა? - სამართალდამცავებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს გამოძიება, რომელმაც ნიღბიანი თავდამსხმელების კვალზე გაიყვანა. თუმცა, საქმე ბევრად უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე უბრალო ხულიგნობა.
პოლიციამ იდენტიფიცირება მოახდინა იმ პირების, რომლებმაც უშუალოდ გადაასხეს საღებავი. გამოძიების ვერსიით, ისინი სპეციალურად იყვნენ დაქირავებულნი ამ "ოპერაციისთვის“. მიუხედავად იმისა, რომ საქმროს დედა და რძლები შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდნენ, მათ წინააღმდეგ საქმე დაქირავებული თავდასხმის ორგანიზების მუხლით აღიძრა. მექსიკის კანონმდებლობით, ეს კვალიფიცირდება როგორც ქონების განზრახ დაზიანება და ფსიქოლოგიური ტერორი.

ნეფემ პოლიციასთან აქტიურად ითანამშრომლა, რათა საკუთარი დედისა და ნათესავების დანაშაული დაემტკიცებინა. მიუხედავად იმისა, რომ იურიდიული პროცესები დღემდე გრძელდება, საზოგადოებამ განაჩენი უკვე გამოიტანა.
"ბოროტი დედამთილი“ და მისი თანამზრახველები სრულ იზოლაციაში აღმოჩნდნენ - მათ არა მხოლოდ კანონის წინაშე უწევთ პასუხისგება, არამედ საკუთარ შვილთან და ძმასთან. კაცმა მათთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა. პატარძლისთვის კი ყველაზე დიდი გამარჯვება ის სამართლიანობა აღმოჩნდა, რომელსაც გვერდით მყოფი მამაკაცის ურყევი მხარდაჭერა ჰქვია.
"ჭრილობები, რომლებიც არ შუშდება“
დღეს ალექსანდრა ღიად საუბრობს იმ მუდმივ შფოთვაზე, რომელიც ამ შემთხვევამ დაუტოვა. ოჯახური დაპირისპირება კვლავ გრძელდება - წყვილმა სრულიად გაწყვიტა კავშირი ნეფის ნათესავებთან, რომლებმაც საკუთარი შვილის ბედნიერებაზე მაღლა სოციალური პრესტიჟი დააყენეს.
პატარძალმა გადაწყვიტა, ეს ისტორია საჯარო გაეხადა, რათა სხვა ქალებსაც მისცეს ძალა - არასდროს დანებდნენ და არ შეუშინდნენ ბულინგს, თუნდაც ის მომავალი ოჯახის წევრებისგან მოდიოდეს.