საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ირანისა და ჰორმუზის სრუტის გარშემო არსებული ვითარება განიხილეს.
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/b7yE4E7h6SI?si=0DQ0_tqaC8L_wY0n" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოების გასაძლიერებლად ინიციატივა გააჟღერეს. როგორც ემანუელ მაკრონმა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადეს, იგეგმება მრავალეროვნული მისიის შექმნა, რომლის მიზანი მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტის დაცვა იქნება.
ლიდერების თქმით, მისია თავდაცვითი ხასიათის იქნება და რეგიონში მხოლოდ გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების შემდეგ განთავსდება. ინიციატივა პარიზში გამართულ საერთაშორისო მოლაპარაკების დროს გამოითქვა.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ, რომელიც შეხვედრას პირადად დაესწრო, განაცხადა, რომ იტალია მზად არის ინიციატივაში მონაწილეობისთვის, თუმცა აღნიშნა, რომ ამისთვის აუცილებელია საომარი მოქმედებების დასრულება.