მაკრონი, მერცი და ტრამპი მედროვეები არიან , - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ RT-ს ჟურნალისტ რიკ სანჩესთან ინტერვიუში განაცხადა.
"თქვენ დასავლეთში გყავთ მაკრონი, მერცი და სხვები - ისინი მედროვეები არიან. ისინი მოვიდნენ, ყველაფერი მიიტაცეს და წავიდნენ. ეს მათი პოლიტიკის საფუძველს წარმოადგენს. ისინი საფრანგეთსა და გერმანიაში ხალხზე არ ფიქრობენ და ეს მათი პრობლემაა“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
"ის მედროვეა. მას ოთხი წელი აქვს. რას გააკეთებს ოთხ წელიწადში? არაფერს. ის ვერაფერს გააკეთებს. ამიტომ, პრეზიდენტს მეტი დრო უნდა ჰქონდეს“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.