ირანმა ჰორმუზის სრუტესთან ახლოს ტანკერს ცეცხლი გაუხსნა, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
სააგენტოს განცხადებით, ტანკერის ეკიპაჟი უსაფრთხოდ არის.
"ისევე როგორც, ირანის დრონები აშშ-ისა და სიონისტ მკვლელებს ელვისებურად ურტყამენ, ჩვენი მამაცი სამხედრო-საზღვაო ძალები მზადაა მტერს ახალი მწარე მარცხი მიაყენოს“, - დაწერა ირანის უზენაესმა ლიდერმა "ტელეგრამზე.
ასევე, Reuters-ის ინფორმაციით, ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების გემები ჰორმუზის სრუტეში გემებს რადიოშეტყობინებებს უგზავნიან და აფრთხილებენ, რომ სრუტე კვლავ დახურულია.