გავუფრთხილდეთ დედამიწას (R)

გავუფრთხილდეთ დედამიწას (R)

ბოლო რამდენიმე წელია ევროპაში ყოველწლიურად მდგრადი ენერგიის კვირეული ტარდება, წელს ეს კვირეული 11-15 აპრილს გაიმართება და პარალელურად საქართველოშიც ჩატარდება.

რადგან მდგრადი ენერგია, ენერგო ეფექტურობა, ეკონომიური განათება, ეკოლოგია - ის თემებია, რაც "ახალი ნათებისთვისაც" არანაკლებ სასიცოცხლო და მნიშვნელოვანია, კომპანიამ გადაწყვეტილება მიიღო თავადაც ჩართულიყო ამ მოძრაობაში წელს.

"ახალი ნათება" აცხადებს აქციას სახელწოდებით

"გავუფრთხილდეთ დედამიწას"

აქცია ითვალისწინებს: 15%-იან ფასდაკლებას ხრახნიან ეკონათურებზე და გრძელდება 28 მარტიდან - 16 აპრილის ჩათვლით

ჩვენ პირადად გავესაუბრეთ ახალი ნათების პიარ-მენეჯერს თათა მორჩილაძეს და ვთხოვეთ კომენტარი გაეკეთებინა ამ საკითხთან დაკავშირებით:

თათა მორჩილაძე: დედამიწის რესურსები ყოველდღიურად იწურება და თუ ჩვენ დღესვე არ ვიზრუნეთ ამის შესაჩერებლად და დასაზოგად, ხვალ სავალალო მდგომარეობას მივიღებთ.

ეს აქციაც ამ მიზნებს ემსახურება, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეიძინოს ეკო-ნათურები და გადავიდეს ეკონომიურ განათებაზე, რადგან ჩვენს ქსელში არსებული ეკო-ნათურები - რომლებიც არის ისეთი უდიდესი ბრენდების, როგორებიცაა Philips, Osram და Opple, არის 80% უფრო ეკონომიურები, ვიდრე ჩვენთვის ყველასთვის ცნობილი ვარვარების ნათურები. გარდა ამისა, ამ ნათურებს აქვთ 7-8000 საათი სამუშაო რესურსი, რაც კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას მატებს მათ.

ეკოლოგიურობას რაც შეეხება, უნდა აღვნიშნო, რომ ეკო-ნათურები ნათურები არ გამოყოფენ დიდ სიმხურვალეს და CO2-ს, რაც დამახასიათებელია ვარვარების ნათურებისათვის და რაც ითვლება დედამიწაზე კლიმატის შეცვლის ერთ-ერთ მიზეზად. 

ეკო-ნათურების გამოყენებით ჩვენი მოსახლეობა დაზოგავს ყოველთვიურად როგორც საკუთარი ოჯახის ბიუჯეტს, ასევე გარემოსაც.

ბოლო 2-3 კვირის მანძილზე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეკო-ნათურები საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის, რადგან ისინი შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში რაოდენობით ვერცხლისწყალს.

თათა: ჩვენ ვიკვლიეთ ეს საკითხი ჩვენი მომწოდებლებისაგან და გვაქვს უკვე ზუსტი მონაცემები. ევროკავშირის დადგენილი ნორმების მიხედვით, ეკო-ნათურაში ვერცხლისწყლის შემცველობის ნორმა განისაზღვრა 5 მილიგრამით.

"ახალ ნათებაში" არის 3 მომწოდებლის ეკო-ნათურები, მათში ვერცხლისწყლის შემცველობა შემდეგნაირია:

Philips ეკო-ნათურებში 1.4 დან 2 მილიგრამამდე;

Osram ეკო-ნათურებში 2 მილიგრამამდე;

Opple ეკო-ნათურებში 2.00 დან 2.4 მილიგრამამდე.

ასე რო, ეს ნათურები შეიცავს ნორმაზე ორჯერ ნაკლებ ვერცხლისწყალს და, შესაბამისად, არანაირ საფრთხეს არ უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

თუ თქვენ ყიდულობთ ჩვენს ქსელში წარმოდგენილ, მაღალი ხარისხის, ევროპის უდიდეს ლაბორატორიებში გამოცდილ და სრულყოფილებამდე მიყვანილ, წარმოების ყველა სტანდარტის დაცვით შექმნილ ეკო-ნათურებს, ისინი ევროკავშირის RoHs (Restriction Of the use of certain Hazardous Substances)  დირექტივის მიხედვით იწარმოება და, შესაბამისად, არც შეიძლება შეიცავდეს საშიშ მასალას, მათ შორის არის ვარცხლისწყალიც.

RoHs - კრძალავს ვერცხლისწყლის საშიში რაოდენობით გამოყენებას არ მხოლოდ ეკო-ნათურებში, არამედ ყველა ტიპის საოჯახო ნივთებში. ეკო ნათურების შემთხვევაში დადგენილი ნორმა არის 5 მილიგრამი.

ევროპული დიდი კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ იმ ეკო-ნათურებს, რომლებიც იყიდება "ახალი ნათების" მაღაზიებში, ბოლომდე იცავენ ამ წესებს და მეტიც, უფრო მეტ დამცავ ტექნოლოგიებს იგონებენ თავიანთი პროდუქტისათვის. ამიტომ ეს ნათურები ეკო-მეგობრები არიან ჩვენთვის და ჩვენი გარემოსათვის და არანაირად არ შეიცავენ ჯანმრთელობისათვის საშიში რაოდენობით ვერცხლისწყალს.

Porsche Cayenne Coupé უკვე საქართველოშია!

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო