ავტორი:

"მამაჩემი რომ დაიჭირეს, ამისთვის მადლიერებაც შემიძლია გამოვხატო ["ნაცმოძრაობის" მიმართ], გადარჩენის გზა იყო მისთვის" - ნინი ქარსელაძე პოლიტიკასა და მშობლებზე

"მამაჩემი რომ დაიჭირეს, ამისთვის მადლიერებაც შემიძლია გამოვხატო ["ნაცმოძრაობის" მიმართ], გადარჩენის გზა იყო მისთვის" - ნინი ქარსელაძე პოლიტიკასა და მშობლებზე

"მამაჩემი რომ დაიჭირეს ["ნაციონალური მოძრაობის" დროს], ამისთვის მადლიერებაც შემიძლია გამოვხატო. იმიტომ, რომ ის მძიმე სენით იყო დაავადებული და ძალიან კარგი გადარჩენის გზა იყო ეს მისთვის", - ამის შესახებ მომღერალმა ნინი ქარსელაძემ თემურ ებიტაშვილის პოდკასტში ისაუბრა.

  • წამყვანმა მას "ნაციონალური მოძრაობის მიმართ დამოკიდებულებაზე ჰკითხა.

- ზოგადად, შენი პოზიცია "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ ეს... ნუ, ზიზღი ასე ვთქვათ, არის გამოწვეული იმიტომ, რომ არ მოგწონს მათი იდეოლოგია, თუ იმიტომ, რომ სხვა მიზეზი არსებობს, მაგალითად, მამა?

- მამაჩემი არა. პირიქით, მამაჩემი რომ დაიჭირეს, ამისთვის მადლიერებაც შემიძლია გამოვხატო. იმიტომ, რომ ის მძიმე სენით იყო დაავადებული და ძალიან კარგი გადარჩენის გზა იყო ეს მისთვის. მამა რა შუაშია? იდეოლოგია მათი, რომელიც იყო დაუნდობელი. მე, სხვათა შორის, ამაზე ძალიან ღიად ვსაუბრობ - მამა ნარკოდამოკიდებული იყო და ეს არ არის ჩემთვის ტაბუდადებული თემა. და არა, ვერ ვხვდები, რატომ უნდა იყოს ზოგადად ეს თემა... და მისი დაჭერა პირიქით - იმ ცხრა წელმა, რაც დაჭერილი იყო, გაუხანგრძლივა ცხოვრება. მისი ნახვის საშუალება ამ ცხრა წლის განმავლობაში მე მქონდა.

- მივედით მთავარ თემაზე, ეს არის ქალბატონი ხათუნა. ვერ ვნახე ისეთი გადაცემა, სადაც შენ იყავი სტუმრად, რომ არ აღნიშნონ, რომ ძალიან კარგი შვილი ხარ. რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის ეს?

- ამის გაგება არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. ბევრად უფრო ძვირფასია ის, რომ დღეს ის ცოცხალია. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემს ცხოვრებაში არის ეს, რომ დღეს ის ჯანმრთელია. მადლობა ღმერთს ამისთვის. და ალბათ ყველა შვილი ესე მოიქცეოდა და ჩემს საქციელში არაფერი განსაკუთრებული არ არის და ვთვლი, რომ ასეც უნდა იყოს. ამაზე ხაზის გასმა, აღნიშვნა ცოტა მეუხერხულება ხოლმე.

- როდის გაიგეთ პირველად ხათუნას ამბავი?

- ეს იყო 2019 წელი. 12 ივლისს გარდაიცვალა მამა და 21 ივლისს გავიგე ხათუნას ამბავი. სულ შემთხვევით.

- როგორი გრძნობაა შვილისთვის, როდესაც ერთ მშობელს კარგავს და მეორეზე იგებს, რომ მსგავსი დაავადება აქვს, რომელიც... ღმერთმა დაიფაროს და ძალიან ბევრ შემთხვევაში ცუდად მთავრდება ხოლმე?

- მამაჩემის გარდაცვალება დამავიწყა ხათუნას დაავადებამ. იმიტომ, რომ მაქსიმალურად ორიენტირებული ვიყავი იმაზე, რომ სიკვდილი დამემარცხებინა და ამისთვის ხუთი წელი დამჭირდა. მე და ხათუნამ დავამარცხეთ სიკვდილი. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ადამიანისთვის მშობლის დაკარგვა, მაგრამ ეს მე იმ პერიოდში ვერ აღვიქვი და რაღაცა პერიოდის მერე მივხვდი, რომ მამა აღარ მყავდა. ეს ჩემმა ტვინმა მიიღო მაშინ, როდესაც ხათუნას ანალიზები უკეთესობისკენ წავიდა და დრო გამომიჩნდა სხვა რამეზე ფიქრისთვის.

- თერაპიისთვის მიგიმართავს?

- არა, ჩემი თერაპია არის ჩემი სულიერი მოძღვარი და მისი დახმარებით გავიარე ყველა სირთულე ჩემს ცხოვრებაში. ეს არ იყო ერთადერთი სირთულე, რა თქმა უნდა. ყველა ადამიანს აქვს სირთულეები და აი ამ ყველა რთულ გზაზე მისი გვერდში დგომა იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. დღეს არ ვარ მძიმე დეპრესიის ქვეშ მყოფი ადამიანი და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის და მისი დამსახურება.