ტრინიდადსა და ტობაგოში, სასაფლაოზე, სულ მცირე, 50 ჩვილისა და ექვსი ზრდასრულის ნეშტი იპოვეს.
ქვეყნის პოლიციის სამსახურის (TTPS) განცხადებაში ნათქვამია, რომ ცხედრები ქალაქ კუმუტოში იპოვეს, რომელიც დედაქალაქ პორტ-ოვ-სპეინიდან (კუნძულ ტრინიდადზე) დაახლოებით 40 კილომეტრში მდებარეობს.
წინასწარი გამოძიება აჩვენებს, რომ ეს შესაძლოა იყოს “არა იდენიფიცირებული ცხედრების უკანონო დაკრძალვის“ შემთხვევა. ამ დროისთვის გაურკვეველია, არის თუ არა ეს ინციდენტი დაკავშირებული ქვეყანაში არსებულ ბანდურ ძალადობასთან;
ტრინიდადსა და ტობაგოს ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზში მკვლელობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს.
პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხუთ ზრდასრულს: ოთხ მამაკაცსა და ორ ქალს, საიდენტიფიკაციო ნიშნები ჰქონდათ. ორ მათგანს ეტყობოდა სიკვდილის შემდგომი ექსპერტიზის ჩატარების კვალი.