ავტორი:

70-სართულიანი ცათამბჯენი ყოფილ იპოდრომთან ახლოს - რა ხდება ცნობილი "ტრამპ თაუერის" პროექტის შესახებ, რომელიც თბილისში აშენდება

70-სართულიანი ცათამბჯენი ყოფილ იპოდრომთან ახლოს - რა ხდება ცნობილი "ტრამპ თაუერის" პროექტის შესახებ, რომელიც თბილისში აშენდება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ოჯახის კომპანია საქართველოს დედაქალაქში, ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, “ტრამპ თაუერის” აშენებას გეგმავს. "ბიზნესპრესნიუსისთვის" პროექტის დეტალები ხდება ცნობილი.

  • სად აშენდება "ტრამპ თაუერი"?

The Trump Organization-ის ოფიციალური პრეს-რელიზის მიხედვით, 70-სართულიანი პრემიუმ კლასის ცათამბჯენი ცენტრალურ პარკთან (ყოფილი იპოდრომი) ახლოს უნდა აშენდეს. ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ "ტრამპ თაუერ თბილისი" გახდება ყველაზე მაღალი შენობა მთელი საქართველოს მასშტაბით.

მათივე ცნობით, ფეშენებელური ცათამბჯენი მსოფლიოს უდიდესი არქიტექტურული ფირმის, Gensler-ის მიერ დაპროექტდება და ეს იქნება მრავალფუნქციური, დინამიური დანიშნულების ცენტრი, რომელიც სხვადასხვა ტიპის სივრცეს გააერთიანებს.

“ცენტრალურ პარკთან მდებარეობის წყალობით, „Trump Tower Tbilisi“ მრავალფუნქციური და დინამიური დანიშნულების ცენტრი იქნება, რომელიც გააერთიანებს მდიდრულ რეზიდენციებს, პრემიუმ კლასის სავაჭრო ობიექტებს, მსოფლიო დონის რესტორნებსა და დახვეწილი ცხოვრების სტილისთვის საჭირო ყველა პირობას.

როგორც Trump-ის ბრენდის გლობალური პორტფოლიოს ნაწილი, რომელიც ცნობილია ულტრა-მდიდრული ცხოვრებისა და არქიტექტურული სრულყოფილების სტანდარტების დაწესებით, ეს ცათამბჯენი გადამწყვეტ როლს შეასრულებს თბილისის, როგორც საერთაშორისო ინვესტიციების, კულტურისა და ევროპა-აზიის გასაყარზე უმაღლესი დონის ცხოვრების ცენტრად ქცევაში.

ეს იქნება თბილისის ახალი ღირსშესანიშნაობა გლობალური პრემიუმ-ცხოვრებისათვის”, - ნათქვამია The Trump Organization-ის ინფორმაციაში.

ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ “ტრამპ თაუერ თბილისის“ პროექტი წარმოადგენს Trump-ის ბრენდის პირველ გამოჩენას რეგიონში და ხაზს უსვამს თბილისის, როგორც მნიშვნელოვანი ბიზნეს ჰაბის ჩამოყალიბებას და მის როლს აღმოსავლეთ ევროპასა და აზიას შორის - საერთაშორისო ბიზნესის კარიბჭის სახით. ასევე, მიუთითებს ქალაქის მზარდ პოპულარობაზე პრემიუმ კლასის უძრავი ქონების გლობალურ მყიდველებს შორის. განაგრძეთ კითხვა