ავტორი:

ბერი ნიკოლოზი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს - რა ხდება ცნობილი

ბერი ნიკოლოზი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს - რა ხდება ცნობილი

არსებული ინფორმაციით, ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) მაქარაშვილი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ის ბოლო რამდენიმე წელია, ფონიჭალაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრობდა. ბერი ნიკოლოზის ბინის კართან მუდამ იმყოფებოდნენ მისი მიმდევრები. თუმცა, ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ მდუმარე ბერი ბოლო რამდენიმე დღეა ბინაში იმყოფებოდა.

შსს ფაქტს ადასტურებს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სხვა დამატებითი დეტალები ამ დროისთვის არ არის ცნობილი.

იხილეთ ასევე: