ავტორი:

თბილისში, ბინაში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს - რას ჰყვებიან ოჯახის წევრები 24 წლის სტუდენტზე

თბილისში, ბინაში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს - რას ჰყვებიან ოჯახის წევრები 24 წლის სტუდენტზე

თბილისში, ისანში მდებარე საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარალის მკვიდრი, 24 წლის სტუდენტი. ინფორმაცია ტავდაპირველად ჟურნალისტმა ჯეიჰუნ მუჰამედალიმ გაავრცელა.

  • როგორც “ტვ პირველი“ ავრცელებს, სტუდენტი თბილისში, ნაქირავებ ბინაში, მეგობართან ერთად ცხოვრობდა.

ქალის ოჯახს წევრების თქმით, მასთან სტუმრად გუშინ იმყოფებოდნენ, გვიან ღამით დატოვეს ბინა და მას შემდეგ, რაც ოჯახის წევრები დაბრუნდნენ მარნეულში, დაუკავშირდა მეორე მეგობარი გოგონა, რომელმაც შეატყობინა რომ ვერ აღებდა საცხოვრებელი სახლის კარს. ამის შემდეგ ოჯახის წევრები დაბრუნდნენ თბილისში და საპატრულო პოლიციასთან ერთად მოახერხეს კარის გაღება, სადაც უმძიმესი სურათი დახვდათ - მათ გოგონას ცხედარი ნახეს.

ოჯახის წევრების თქმით, ახლა ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან. საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულია ელექტრონული მოწყობილობები.

“ღამე იქ ვიყავით, რომ წამოვედით პოლიციამ დაგვირეკა. მეორე გოგო, ვინც მასთან ერთად ცხოვრობდა, ბინაში ვერ შევიდა, კარი ვერ გააღო. კორპუსის დაცვა აიყვანა და პოლიცია გამოიძახეს. აბაზანიდან მუსიკების ხმა ისმოდა. პოლიცია რომ შევიდა, გოგო გარდაცვლილი იყო. არ ვიცით რა მოხდა,“ - აცხდებს ოჯახის წევრი.

მათი თქმით, ახალგაზრდა ქალი დიდი ხანია თბილისში ცხოვრობდა, სწავლობდა და მუშაობდა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.