ავტორი:

მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა დამცველებმა საპროტესტო აქცია გამართეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა დამცველებმა საპროტესტო აქცია გამართეს

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მოთხოვნაა, რა ადგილიდანაც გადაიყვანს სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველებს, იმავე ადგილას დააბრუნოს, რათა არსებობდეს კომუნიკაცია მათ მიმკედლებლებთან.

„ქალაქში მოძრაობა აუკრძალეს ქუჩის ძაღლებს. რა ვუყოთ ძაღლებს, რომლებიც ჩვენი დაუდევრობის გამო, ქუჩაში აღმოჩნდნენ, ხომ არ დავხოცავთ. ხომ არ გადავასახლებთ ტყეში ან გენოციდს ხომ არ მოვუწყობთ“,- განაცხადა ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელმა, თამაზ ელიზბარაშვილმა.

აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გაშალეს საპროტესტო ბანერები, წარწერებით: „არა ცხოველების ხოცვას“, „ჰუმანურობა იწყება ცხოველების დაცვით“, „შორს სისხლიანი ხელები ჩემი მეგობრებისგან“.