ავტორი:

უსიამოვნო ინციდენტი მატჩზე და ტრავმირებული მამარდა - მისი მოედნიდან გაყვანა საკაცით გახდა საჭირო

უსიამოვნო ინციდენტი მატჩზე და ტრავმირებული მამარდა - მისი მოედნიდან გაყვანა საკაცით გახდა საჭირო

პრემიერლიგის ოცდამეცამეტე ტურში “ლივერპულმა“ გასვლაზე “ევერტონი“ 2:1 დაამარცხა.

მასპინძლებმა თავიდანვე უფრო სახიფათოდ შეუტიეს, ბეტუს თავური და გარნერის საჯარიმოდან დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ ახლო მანძილიდან ნდიაიმ გაიტანა, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა. სტუმრებმა კი პირველივე შანსი გამოიყენეს - პიკფორდის კარი სალაჰმა დალაშქრა.

54-ე წუთზე ბეტუმ ანგარიში გაათანაბრა, დ ინერციით მამარდაშვილს შეეჯახა. გიორგი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და ვუდმენმა შეცვალა. კომპენსირებულ დროში ვან დეიკმა გაიტანა და “წითლებს“ გამარჯვება მოუპოვა.

  • 90min Georgia ლივერპულის მთავარი მწვრთნელის, არნე სლოტის განცხადებას აქვეყნებს გიორგი მამარდაშვილის შესახებ. მისი თქმით, მას ღია ჭრილობა აქვს.

”გიორგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც მე დავინახე და როგორც მითხრეს, მას დიდი, ღია ჭრილობა ჰქონდა.ეს გრძელვადიანი ტრავმის წინაპირობა არ იქნება, თუმცა, ვნახოთ, იქნება თუ არა მზად შემდეგი კვირისთვის”, - განაცხადა არნემ.

ქართველმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე მე-16 მატჩი ჩაატარა და იმედია, სერიოზულად არ დაშავებულა. მამარდაშვილის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Flashscore 7.1, Sofascore 6.9, Whoscored 6.3.

წყარო