ბერი ნიკოლოზის ცხედარი საცხოვრებელი სახლიდან გამოასვენეს. მრევლის ინფორმაციით, ის ერთ-ერთ დამკრძალავ ბიუროშია გადასვენებული.
ცხედრის გამოსვენების დროს, კორპუსთან ისევ ხმაური იყო. შეკრებილები პოლიციას როგორც სიტყვიერად, ისე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ისინი ბერის ცხედართან მიახლოებას მოითხოვდნენ.
ის ბოლო რამდენიმე წელია, ფონიჭალაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრობდა. ბერი ნიკოლოზის ბინის კართან მუდამ იმყოფებოდნენ მისი მიმდევრები და მდუმარე ბერისგან დალოცვას 24 საათის განმავლობაში ელოდა სადარბაზოში შეკრებილი ჯგუფი.
9 აპრილის შემდეგ, ბერი ნიკოლოზი ბინიდან არ გასულა. ბოლოს მას გადაადგილება უჭირდა და დაუძლურებელი იყო.
ვიდეო: ჯემნიუსი - JAMnews Georgian
იხილეთ ასევე: