რა შეთავაზებები დაგხვდებათ თბილისის წიგნის ფესტივალზე "ბიბლუსისგან"?

რა შეთავაზებები დაგხვდებათ თბილისის წიგნის ფესტივალზე "ბიბლუსისგან"?

23-26 აპრილს წლის მთავარ ლიტერატურულ ღონისძიებაზე, თბილისის წიგნის ბაზრობაზე „ბიბლუსი“ განსაკუთრებული შეთავაზებებით დაგხვდებათ.

წიგნს ბაზრობა გიმასპინძლებთ „ექსპო ჯორჯიაში“, სადაც „ბიბლუსი“ წიგნებისა და აქსესუარების მრავალფეროვანი ასორტიმენტით იქნება წარმოდგენილი და ოთხი დღის განმავლობაში შემდეგ აქტივობებს შემოგთავაზებთ:

  • 23 აპრილი, 14:00 საათი, მთავარი სცენა - „ვეფხისტყაოსნის“ ლიმიტირებული გამოცემა ლადო გუდიაშვილის ილუსტრაციებით;.
  • 24 აპრილი, 13:00 საათი, მთავარი სცენა - გურამ დოჩანაშვილის მოთხრობების კრებულის წარდგენა;
  • 24 აპრილი, 12:00 საათი, საბავშვო სივრცე - ბიბლუსი x თამაშობანა, წიგნის სანიშნეების ვორქშოფი;
  • 26 აპრილი, 15:00 საათი, მთავარი სცენა - „ლიტბოქსის“ წარდგენა.

23-26 აპრილს გელოდებათ ქეშბექიც, „ბიბლუსისა“ და „თიბისისგან“:

გადაიხადეთ VISA ან Mastercard მოსწავლის ბარათებით ან თუ ხართ 18-23 წლის, ახალი თიბისის ბარათით და დაიბრუნეთ თანხის 20%, მაქსიმუმ 50 ლარი. აღსანიშნავია, რომ ქეშბექის ლიმიტი ერთ პერსონაზე ყველა საერთო ობიექტისთვის მაქსიმუმ 50 ლარია.

არ გამოტოვოთ თბილისის წიგნის ბაზრობა, ესტუმრეთ „ბიბლუსის“ სივრცეს „ექსპო ჯორჯიაში“, აღმოაჩინეთ ახალი ავტორები და მოუწყვეთ თქვენს პატარებს ნამდვილი ლიტერატურული თავგადასავალი!

R