ავტორი:

პარიზში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აღმოაჩინეს, რის გამოც ასობით პარიზელის ევაკუაცია გახდა საჭირო

პარიზში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აღმოაჩინეს, რის გამოც ასობით პარიზელის ევაკუაცია გახდა საჭირო

პარიზის ჩრდილოეთით. გარეუბანში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აღმოაჩინეს, რის გამოც ასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ბომბი სამშენებლო სამუშაოების დროს იპოვეს.

  • მოსახლეობას, რომელიც აფეთქების პოტენციური ადგილიდან დაახლოებით 450 მეტრში ცხოვრობდა, დილის 7:00 საათამდე ტერიტორიის დატოვება სთხოვეს. პოლიციამ ზონა გადაკეტა, ხოლო სპეციალისტები ბომბის განეიტრალებაზე მუშაობდნენ.

თავდაპირველად დეტონატორის ამოღება ვერ მოხერხდა, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ ბომბი ადგილზე, კონტროლირებადი აფეთქებით გაენადგურებინათ. ოპერაცია წარმატებით დასრულდა და საღამოს ევაკუაციის შეზღუდვაც მოიხსნა.

"ხელისუფლებამ გვითხრა, რომ გასვლისას ფანჯრები და ჟალუზები დაგვეხურა, თუმცა არაფერი წაგვიღია - ყველაფერი ისე დავტოვეთ, როგორც იყო", - ამბობს ერთ-ერთი პარიზელი

მსგავსი შემთხვევები ევროპაში იშვიათი არ არის - მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბები დღემდე გვხვდება, განსაკუთრებით სამშენებლო სამუშაოების დროს. ქალაქებში მათი აღმოჩენა უფრო სარისკოა, რადგან ახლოს ბევრი ადამიანი ცხოვრობს.

ბოლო წლებში მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა ლონდონშიც, სადაც ბომბების აღმოჩენამ ევაკუაცია და აეროპორტის დროებითი დახურვაც გამოიწვია. პარიზშიც, გასულ წელს, სადგურთან ახლოს 500 კილოგრამიანი ბომბი იპოვეს და უსაფრთხოდ გაანეიტრალეს.

წყარო