ავტორი:

"პოლიციელების მოქმედება სამარცხვინო იყო" - საპატრულო პოლიციის უფროსმა კიევში მომხდარი ტერაქტის შემდეგ თანამდებობა დატოვა: ვინ იყო თავდამსხმელი და რა დეტალებია ცნობილი?

"პოლიციელების მოქმედება სამარცხვინო იყო"  - საპატრულო პოლიციის უფროსმა კიევში მომხდარი ტერაქტის შემდეგ თანამდებობა დატოვა: ვინ იყო თავდამსხმელი და რა დეტალებია ცნობილი?

უკრაინის დედაქალაქ კიევში 18 აპრილს მომხდარ ტერაქტს ბოლო ინფორმაციით, 6 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 8 ადამიანი დაიჭრა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, შეიარაღებულმა პირმა ქუჩაში გახსნა ცეცხლი, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

  • მომხდარის შემდეგ უკრაინის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ევგენი ჟუკოვმა თანამდებობა დატოვა. მიზეზად კი თავდასხმის ადგილას გამოძახებული პოლიციელების "შეუსაბამო მოქმედება" დაასახელა.

"მე, როგორც სამხედრო ოფიცერმა გადავწყვიტე წარვადგინო განცხადება გადადგომის შესახებ. მე ვფიქრობ, ეს სამართლიანია", - განაცხადა ჟუკოვმა პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ადგილზე გამოძახებული პოლიციელების ქმედება სამარცხვინო იყო.

"პოლიციელები მოიქცნენ არაპროფესიონალურად და ოფიცრის ღირსებასთან შეუფერებლად.

ისინი მივიდნენ გამოძახებაზე, სადაც უნდა დახმარებოდნენ, უნდა გადაერჩინათ ჩვენი მოქალაქეები, თუმცა ისინი ცუდად ორიენტირდნენ და საფრთხეში დატოვეს დაჭრილები", - განაცხადა ჟუკოვმა.

მისივე თქმით, ჩატარდება შიდა გამოძიება და როგორც ადგილზე გამოძახებული პოლიციელები, ასევე მათი ხელმძღვანელები პასუხისგებაში მიეცემიან.

რა არის ცნობილი თავდამსხმელის შესახებ?

ცნობილია, რომ თავდამსხმელი იყო 1968 წელს, მოსკოვში დაბადებული დაბადებული დიმიტრი ვასილჩენკოვი. მას ჰქონდა უკრაინის მოქალაქეობა. ომამდე პერიოდში დონეცკის ოლქში, ბახმუტში ცხოვრობდა. ის დაკავების დროს მოკლეს

პოლიციის განცხადებით სპეცდანიშნულების რაზმმა შტურმით აიღო მაღაზია, რომელშიც თავდამსხმელი იმყოფებოდა და მძევლად ჰყავდა აყვანილი ადამიანები. მან დაკავების დროს პოლიციას ცეცხლი გაუხსნა.