ავტორი:

ბულგარეთის არჩევნებში ყოფილი პრეზიდენტის, რუმენ რადევის პარტია ლიდერობს - "რადევი კრემლთან მეგობრობს და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას ეწინააღმდეგება"

ბულგარეთის არჩევნებში ყოფილი პრეზიდენტის, რუმენ რადევის პარტია ლიდერობს - "რადევი კრემლთან მეგობრობს და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას ეწინააღმდეგება"

წინასწარი ოფიციალური შედეგების თანახმად, ბულგარეთის არჩევნებში ყოფილი პრეზიდენტი, რუმენ რადევი ლიდერობს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

  • გამოცემის ცნობით, ბიულეტენების 60%-ის დათვლის შემდეგ, რადევის პარტიამ "პროგრესული ბულგარეთი“ ხმების 44.6% მიიღო, მეორე ადგილზეა პროევროპული კოალიცია "ჩვენ ვაგრძელებთ ცვლილებებს - დემოკრატიული ბულგარეთი“ - ხმების 14.2%-ით, მესამეზე კი - ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბოიკო ბორისოვის პარტია GERB-ი - 13%-ით.

Reuters-ი წერს, რომ ამ შედეგმა, რომლის მიხედვითაც ერთი პარტია დიდი უპირატესობით იმარჯვებს, შესაძლოა, ამ ეტაპზე, დაასრულოს არასტაბილურობა, რომელმაც ქვეყანაში ბოლო ხუთ წელიწადში რვა არჩევნები გამოიწვია.

Reuters-ი ასევე წერს, რომ ევროსკეპტიკოსი რუმენ რადევი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას ეწინააღმდეგება და კრემლთან მეგობრობს.

რადევმა პრეზიდენტის თანამდებობა იანვარში დატოვა და არჩევნებში ჩაერთო, რომელიც მას შემდეგ დაინიშნა, რაც დეკემბერში, მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების ფონზე, წინა მთავრობა გადადგა.