ავტორი:

ლუიზიანას შტატში კაცი გამთენიას სახლში შეიჭრა და 8 ბავშვი მოკლა, რომელთაგან 7 მისივე შვილი იყო - უმძიმესი დანაშაულის დეტალები

ლუიზიანას შტატში კაცი გამთენიას სახლში შეიჭრა და 8 ბავშვი მოკლა, რომელთაგან 7 მისივე შვილი იყო - უმძიმესი დანაშაულის დეტალები

აშშ-ის ლუიზიანას შტატის ქალაქ შრივპორტში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცმა საკუთარ ოჯახში ცეცხლი გახსნა და 1-დან 14 წლამდე ასაკის 8 ბავშვი მოკლა, რომელთაგან 7 მისი შვილი იყო.

  • პოლიციის ინფორმაციით, ტრაგედია გამთენიას, დაახლოებით 5:00 საათზე მოხდა. თავდასხმის დროს კიდევ რამდენიმე ადამიანი დაიჭრა.

თავდამსხმელმა მოპარული მანქანით სცადა გაქცევა, თუმცა სამართალდამცავებმა მისი ლიკვიდაცია მოახერხეს.

პოლიციის განცხადებით, ოფიცრები შემთხვევის ადგილზე დილის 6:00 საათამდე ცოტა ხნით ადრე მივიდნენ და სახლში მოკლული ბავშვები იპოვეს. მათი თქმით, ყველა დაღუპული არასრულწლოვანი იყო. გამოძიება ლუიზიანას შტატის პოლიციასთან და სხვა უწყებებთან ერთად მიმდინარეობს.

ორი ქალი, მათ შორის ბავშვების დედა, მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიციის თქმით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. ასევე ცნობილია, რომ სახლში იმყოფებოდა კიდევ ერთი ბავშვი, რომელიც სახურავიდან გადახტა და ამჟამად საავადმყოფოში მკურნალობს.

შრივპორტის საბჭოს წევრმა გრეისონ ბუშერმა აღნიშნა, რომ ქალაქში დანაშაულების მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის მკვლელობების დაახლოებით 30%, ოჯახურ კონფლიქტებს უკავშირდება. მისივე განცხადებით, "სამწუხაროდ, ახლა ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა“.

პოლიცია ამბობს, რომ კაცმა ბავშვებს მაშინ ესროლა, როცა მათ ეძინათ და თითქმის ყველა მათგანს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.

წყარო