როგორც ცნობილია, შავ ზღვაში, ანაპის სანაპიროდან 11 კილომეტრში ნავთობის დიდი ლაქა გამოჩნდა, შემაკავებელმა ზომებმა კი მისი ნაპირისკენ დრეიფი ვერ შეაჩერა.
კრასნოდარის მხარის ხელისუფლება ლაქის ყველაზე სავარაუდო მიზეზად "შავ და აზოვის ზღვებში გემებსა და სანაპირო ინფრასტრუქტურაზე უკრაინული დრონების თავდასხმებს“ ასახელებს.
რაც შეეხება მასშტაბებს, რუს გარემოსდამცველთა ჯგუფის მიერ თანამგზავრ Sentinel-1-ის სურათების გაანალიზების თანახმად, ნავთობის ლაქა 117 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს და სამხრეთ-დასავლეთით 43 კილომეტრზე არის გადაჭიმული.
გარემოსდამცველები დაღვრილი ნავთობის მოცულობას 300-350 ტონად აფასებენ.
მოსალოდნელია თუ არა, რომ დაბინძურებამ საქართველომდე მოაღწიოს, გარემოსდაცვითი მმართველი მარიამ მჭედლიშვილი ამბობს, რომ ნამდვილად შესაძლებელია. მეტიც, მისი თქმით, აფხაზეთის სანაპირომდე რომ მივა, ეს ცალსახაა.

“შესაძლებელია რა თქმა უნდა. როდესაც ასეთი დიდი მასშტაბის დაღვრაზეა საუბარი, ის საკმაოდ დიდ რეგიონებს, ზღვის საკმაოდ დიდ ეკოსისტემებს მოიცავს. ახლა ეს ლაქა ნელ-ნელა კიდევ უფრო გადანაწილდება და გაიშლება ზღვის ზედაპირზე. თან ზაფხულის პერიოდი მოდის და მზის ზემოქმედების შედეგად ის დაიწყებს ფრაგმენტირებას. იმის მიხედვით თუ როგორ წაიღებს დინება, ეს ფრაგმენტირებული ნაგლეჯები შეიძლება დიდი ალბათობით, მოხვდეს ჯერ ჩვენი აფხაზეთის ტერიტორიაზე და შემდეგ ანაკლიაში და ასე შემოვიდეს საქართველოს მთლიან სანაპირო ზოლზე, რომელიც ჯამში დაახლოებით 150 კილომეტრია (აფხაზეთის ჩათვლით). ასე რომ, დიდი ალბათობით, ეს მოხვდება ჩვენს ტერიტორიაზეც. გააგრძელეთ კითხვა