რამდენიმე წლის წინ ინტერნეტი საზღვარგარეთ დამატებით სტრესთან იყო დაკავშირებული - ისეთი ძვირადღირებული სერვისის შეძენა, როგორიც იყო როუმინგი საზღვარგარეთ ან აეროპორტში ადგილობრივი SIM ბარათების ძებნა, თითქმის ყველა მოგზაურის გამოცდილების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა.
დღეს ეს რეალობა სწრაფად იცვლება.
ტურისტებისთვის მხოლოდ Wi-Fi ინტერნეტთან წვდომა აღარ არის საკმარისი - მათ სჭირდებათ სერვისი, რომელიც მარტივი, სწრაფი და ხელმისაწვდომია. სწორედ ამ მოთხოვნებმა განაპირობა eSIM ტექნოლოგიის სწრაფი პოპულარობა.
eSIM არის ციფრული SIM ბარათი, რომლის საინსტალაციო მოდული უკვე ინტეგრირებულია თანამედროვე სმარტფონებში. განსაკუთრებით აქტუალური ხდება მრავალჯერადი გამოყენების eSIM, რომლის მიხედვითაც მომხმარებელი ციფრულ eSIM-ს მხოლოდ ერთხელ აინსტალირებს ონლაინ რეჟიმში, ხოლო შემდგომ სხვადასხვა ქვეყანაში შესაბამის ინტერნეტ პაკეტს ააქტიურებს. ეს მიდგომა მნიშვნელოვნად ამარტივებს მოგზაურობის პროცესს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ერთი მოგზაურობის ფარგლებში რამდენიმე ქვეყნის მონახულებაა დაგეგმილი.
მსოფლიო ტენდენციას ქართული ბაზარიც პასუხობს. ამ მიმართულებით ოპერირებს კომპანია სითი ტელეკომი, მისი პროდუქტია Cosmosim - სწრაფი, ხარისხიანი სამოგზაურო ინტერნეტი eSIM ტექნოლოგიის საშუალებით, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.

Cosmosim საქართველოში ერთადერთი სერვისია, რომელიც მომხმარებლებს მრავალჯერად სამოგზაურო eSIM - ს სთავაზობს. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელს ონლაინ რეჟიმში eSIM ყიდვა და ინსტალაცია მხოლოდ პირველ ჯერზე უწევს, ხოლო შემდგომ იმავე eSIM-ით სარგებლობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ნებისმიერ დროს შეუძლია.
ბაზრის ცვლილება მხოლოდ ტექნოლოგიური პროგრესით არ არის განპირობებული. ფასიც ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად რჩება - მომხმარებელი სულ უფრო მეტად ეძებს ხელმისაწვდომ შეთავაზებებს. Cosmosim-ის შემთხვევაში, სამოგზაურო ინტერნეტის პაკეტები 5 ლარიდან იწყება და მოიცავს, როგორც კონკრეტული ქვეყნების, ისე რეგიონალური დაფარვის ინტერნეტ პაკეტებს, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, კოსმოსიმის კომფორტულ აპლიკაციაში - საკუთარი საჭიროებების და გეოგრაფიის მიხედვით შეარჩიოს ოპტიმალური პაკეტი.
დღეს, როდესაც მოგზაურები უფრო ხშირად ირჩევენ რამდენიმე ქვეყნიან მარშრუტებს, უწყვეტი ინტერნეტ კავშირი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება. სწორედ ამიტომ, სამოგზაურო ინტერნეტის ბაზარი სწრაფად ვითარდება ციფრული და მომხმარებელზე მორგებული სერვისების მიმართულებით.
ტრადიციული, სტანდარტული როუმინგი და საერთაშორისო SIM ბარათი ეტაპობრივად კარგავს პოზიციებს. მთავარი კონკურენცია მხოლოდ კავშირის ხარისხში აღარაა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მომხმარებლის გამოცდილებას და იმას, რამდენად მარტივად და შეუფერხებლად შეუძლია მას საზღვარგარეთ ინტერნეტის ჩართვა და გამოყენება.
NS