ბათუმში, რუსთაველისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაში, საავტომობილო გზა ჩავარდა და მსუბუქი ავტომობილი ჩაიყოლა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ავტომობილის დაზიანების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომპანია "ბათუმის წყალი“ ზარალს აანაზღაურებს.
პირველადი ინფორმაციით, ფაქტი არ უკავშირდება 26 მაისის ქუჩაზე განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. რეაბილიტაცია არ მოიცავდა წყალმომარაგების მილების განახლებას. დაზიანების გამომწვევ საბოლოო მიზეზს შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს“, - აცხადებენ ბათუმის მერიაში.