თბილისის წიგნის ბაზრობაზე ყველასთვის საყვარელი აქცია, „გადაიხადე რამდენიც გინდა“ ახალი სლოგანით ბრუნდება - „ერთად ოთხფეხა მეგობრებისთვის!“
მხოლოდ 23-26 აპრილს, წიგნის ბაზრობაზე, გადაიხადეთ რამდენიც გინდათ და მხარი დაუჭირეთ „ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტს“, რომელიც მიუსაფარი ცხოველების გადარჩენისთვის უკვე წლებია იბრძვის. სამოქალაქო ერთიანობით, მან უკვე ასობით მიუსაფარს გაუწია სამედიცინო დახმარება და უპოვა ოჯახი.
მიუსაფარ ცხოველებს თითოეული ჩვენგანის დახმარება ყოველდღიურად სჭირდებათ, რათა უბრალოდ გადარჩნენ. დღეს, როცა კიდევ ერთხელ დადგა დღის წესრიგში ოთხფეხა მეგობრების დაცვისა და დახმარების საკითხი, მნიშვნელოვანია, საზოგადოება კიდევ ერთხელ გაერთიანდეს ამ კეთილი მიზნისთვის და „პალიტრა L“-ის ტრადიციულ საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობით გადაარჩინოს მიუსაფარი ცხოველები.
საქველმოქმედო აქცია შემდეგი შეთავაზებით დაბრუნდა:

„თბილისის წიგნის ბაზრობა“ 23-26 აპრილს, Expo Georgia-ს XI პავილიონში, 11:00-დან 20:00 საათამდე გიმასპინძლებთ. შეთავაზებით სარგებლობას შეძლებთ გამომცემლობა „პალიტრა L“-ის სტენდთან.
R