წინანდლის მამულმა კიდევ ერთ გრანდიოზულ ქორწილს უმასპინძლა. ამჯერად ყურადღების ცენტრში ბიზნესმენ გია ჯოხთაბერიძის ვაჟი, ირაკლი ჯოხთაბერიძე და მისი რჩეული, სალომე ნატროშვილი მოექცნენ.
მიუხედავად იმისა, რომ წყვილი პირად ცხოვრებას საგულდაგულოდ მალავს და სოციალურ ქსელში დახურული პროფილები აქვთ, "საიდუმლო“ ქორწილის კადრები ინტერნეტში მაინც გავრცელდა.

ფოტოებიდან, რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ჩანს, რომ პატარძალს, სალომე ნატროშვილს, სადა და დახვეწილი თეთრი კაბა ეცვა, რომელიც ყვავილების დეტალებით იყო გაფორმებული. ნამდვილი ფურორი კი მოახდინა გიგანტურმა საქორწილო ტორტმა.

ქორწილის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ნაწილი "შევარდნაძეების ბიჭების“ შეკრება იყო. სოფო შევარდნაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებშიც ჩანან ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილები და შვილთაშვილები.




ირაკლი ჯოხთაბერიძის შესახებ მედიაში ბოლო ინფორმაცია 7 წლის წინანდელია - 2019 წელს პრესა აქტიურად წერდა მისი და პიანისტ მარიანა აჩბას (მაკა ასათიანის დის შვილი) ურთიერთობის შესახებ. მაშინ ბევრს ლაპარაკობდნენ ორი გავლენიანი ოჯახის შესაძლო დანათესავებაზე, თუმცა წყვილი ერთმანეთს დაშორდა.
შვიდწლიანი პაუზის შემდეგ, ირაკლიმ ცხოვრება სალომე ნატროშვილს დაუკავშირა.