ავტორი:

იაპონიაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - ქვეყანაში ცუნამის საფრთხეა გამოცხადებული

იაპონიაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - ქვეყანაში ცუნამის საფრთხეა გამოცხადებული

იაპონიაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ქვეყანაში ცუნამის საფრთხეა გამოცხადებული.

  • ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მეტეოროლოგიური სააგენტო მოქალაქეებს ურჩევს, გაფრთხილების მიღებისთანავე დატოვონ სანაპირო და მდინარისპირა ზონები და უსაფრთხო ადგილას გადავიდნენ.

იაპონიაში ცუნამის საფრთხე სამ კატეგორიად იყოფა. ყველაზე მაღალი დონე - ანუ გაფრთხილება ყველაზე ძლიერი ცუნამის შესახებ.

  • ადგილობრივი მედიის ცნობით, ცუნამის პირველი ტალღები უკვე ივატეს პრეფექტურას აღწევს.

  • მიწისძვრის შემდეგ ჩქაროსნული მატარებლების ნაწილი დროებით შეჩერდა. ტრანსპორტის ოპერატორების ინფორმაციით, შეფერხება შეეხო რამდენიმე მნიშვნელოვან ხაზს, მათ შორის ტოჰოკუს, იამაგატას და აკიტას შინკანსენის მიმართულებებს.

წყარო