ავტორი:

ბათუმში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა - რა ხდება ცნობილი?

ბათუმში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა - რა ხდება ცნობილი?

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 70 წლის კაცი დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევისას მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მყოფ პირს შეეჯახა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მსუბუქი ავტომობილის მძღოლი სამართალდამცავებმა დააკავეს.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.