ავტორი:

კიმ ჩენ ინი მემკვიდრე ქალიშვილის გარეშე უკვე არსად ჩნდება - ჩრდილოეთ კორეამ კასეტური საბრძოლო მასალით აღჭურვილი ახალი რაკეტები გამოსცადა

კიმ ჩენ ინი მემკვიდრე ქალიშვილის გარეშე უკვე არსად ჩნდება - ჩრდილოეთ კორეამ კასეტური საბრძოლო მასალით აღჭურვილი ახალი რაკეტები გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებული ცნობების მიხედვით, 20 აპრილს ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა კასეტური ქობინებით აღჭურვილი 5 გაუმჯობესებული, Hwasong-11 Ra ტიპის ბალისტიკური რაკეტები გამოსცადეს. ეს ბოლო სამ თვეში უკვე მეორე შემთხვევაა, რაც, სავარაუდოდ, ხაზს უსვამს ფხენიანის მცდელობას, გააძლიეროს აშშ-ისა და სამხრეთ კორეის თავდაცვის სისტემების გარღვევის შესაძლებლობები.

ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს (KCNA) მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე კიმ ჩენ ინი და მისი მოზარდი ქალიშვილი ჩანს, რომლებიც ჰაერში აჭრილ რაკეტას სანაპირო ზოლთან მოწყობილი სათვალთვალო პუნქტიდან აკვირდებიან. სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლიდერის ქალიშვილი, კიმ ჩჟუ ე შესაძლოა კიმის მემკვიდრედ განიხილებოდეს.

  • ჩრდილოეთ კორეას კასეტური ქობინები ადრეც გამოუცდია, თუმცა დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ ირანის ომმა შესაძლოა უბიძგა ფხენიანს, მოეხდინა საკუთარი არსენალის დემონსტრირება და ამავე დროს დაეჩქარებინა მათი სრულყოფაც.

კასეტური საბრძოლო მასალის დამანგრეველი ძალა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა გამოკვეთა. ისრაელის განცხადებით, ირანი სწორედ ამ ტიპის იარაღის იყენებდა ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადასატვირთად. ასეთი ქობინები დიდ სიმაღლეზე იხსნება და ფართო ტერიტორიაზე ათეულობით მცირე ბომბს ფანტავს, რისი მოგერიებაც თავდაცვითი სისტემებისთვის რთულ ამოცანას წარმოადგენს.

აღსანიშნავია რომ 120-ზე მეტმა ქვეყანამ ხელი მოაწერა საერთაშორისო ხელშეკრულებას კასეტური მასალის აკრძალვის შესახებ. ჩრდილოეთ კორეა, ირანი, ისრაელი და აშშ ამ შეთანხმებას არ შეერთებიან.

წყარო

იხილეთ ასევე: