ამერიკელ რეპერ D4vd-ს სიკვდილით დასჯა ემუქრება მას შემდეგ, რაც მისი Tesla-ს საბარგულში 14 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ D4vd-ს გოგონასთან რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, შესაძლოა ის მკვლელობის მომენტში ორსულად ყოფილიყო.
გამოიკვეთა საქმის ახალი დეტალებიც - ბურკმა დანაშაული, სავარაუდოდ, ფინანსური სარგებლის მიზნით ჩაიდინა და ახალგაზრდა ქალის მოსაკლავად “ბასრი საგანი“ გამოიყენა, რომლის ცხედარიც მის Tesla-ში იპოვეს.
“ციფრული და სასამართლო ექსპერტიზის მტკიცებულებები მიუთითებს, რომ მან ის მოკლა, რათა მუსიკალური კარიერა არასრულწლოვანთან მისი ურთიერთობის გამჟღავნებით გამოწვეული საფრთხისგან დაეცვა. რივასი, რომლის დასახიჩრებული ცხედარი 7 თვის წინ იპოვეს, სავარაუდოდ, დანაშაულის მოწმე იყო და განზრახ სწორედ ამ მიზეზით მოკლეს“, - განაცხადა ლოს-ანჯელესის ოლქის პროკურორმა ნათან ჯ. ჰოჩმანმა.
საქმის სიმძიმის გამო, რომელიც პირველი ხარისხის მკვლელობით არის დაკვალიფიცირებული, შესაძლოა 21 წლის მომღერალი სიკვდილით დასაჯონ. ამჟამად ის გირაოს გარეშეა დაკავებული.
შემდეგი მოსმენა 23 აპრილს არის დაგეგმილი.
სელესტა რივასის ნეშტი Tesla-ს წინა საბარგულში 7 თვის წინ იპოვეს. მანქანა რეპერს გასული წლის სექტემბერში ჩამოართვეს. პოლიციის ცნობით, მანქანა ტეხასის შტატის ქალაქ ბურკში იყო რეგისტრირებული.
მომღერალს ოფიციალურად ბრალი წაუყენეს პირველი ხარისხის მკვლელობაში, 14 წლამდე ასაკის პირის მიმართ ჩადენილ ძალადობაში და ადამიანის ნეშტის დანაწევრებაში.