ავტორი:

საუკეთესო შენაძენი ბავშვებისთვის "პალიტრა L"-ის სტენდთან - წიგნები, თამაშები და ცოცხალი თავგადასავლები

საუკეთესო შენაძენი ბავშვებისთვის "პალიტრა L"-ის სტენდთან - წიგნები, თამაშები და ცოცხალი თავგადასავლები

23-26 აპრილს „ქსპო ჯორჯია“ ტრადიციულად უმასპინძლებს თბილისის წიგნის ბაზრობას. თუ ეძებთ ადგილს, სადაც ბავშვებთან ერთად შეძლებთ საინტერესოდ გაატაროთ დრო და სახლის ბიბლიოთეკაც გაამრავალფეროვნოთ, აუცილებლად უნდა ეწვიოთ გამომცემლობა „პალიტრა L”-ის საბავშვო სივრცეს. აქ დაგხვდებათ ნამდვილი დღესასწაული, რადგან პატარა მკითხველების განწყობაზე „პალიტრა სტუდია“ იზრუნებს.

აქ დაგხვდებათ სამაგიდო თამაშები, ინტერაქციული აქტივობები და რაც მთავარია, წიგნები, რომლებიც ბავშვებს სამყაროს საინტერესო და განსხვავებული თვალით დაანახვებს.

წელს „პალიტრა L“ გამორჩეულ ასორტიმენტს გვთავაზობს, როგორც უფროსების, ასევე საბავშვო ლიტერატურაშიც. ამასთან, იმოქმედებს სპეციალური ფასები:

„კუპატას თავგადასავალი“ - პაზლი: ბათუმელი გმირის ისტორია ახლა უკვე პაზლის სახითაც შეგიძლიათ შეიძინოთ განსაკუთრებულ ფასად, რაც ბავშვებს ეხმარება უკეთ აღიქვან სიკეთისა და ერთგულების ეს საოცარი ამბავი.

  • სპეციალური ფასი - 14 ლარი.

„35 კილო იმედი“ (ანა გავალდა): გულწრფელი ამბავი ბიჭზე, რომელიც საკუთარ ადგილს ეძებს სამყაროში. წიგნი, რომელიც როგორც ბავშვებს, ისე მშობლებს დააფიქრებს.

  • სპეციალური ფასი - 10 ლარი.

„სპილო ბაქანზე“ - ბაკურ ბაბუნია:

თუ ოდესმე თბილისის რკინიგზის სადგურზე საინტერესო ადამიანი დაინახეთ ქათქათა წვერითა და მოხდენილი ვარდისფერი ქურთუკით, გამოელაპარაკეთ: ეს ირფალიონია, კაცი, რომლის ერთადერთი გასართობიც ჭადრაკია. ის დროის ქსელებშია ახლართული და ისე მოგიყვება საუკუნეების წინანდელ ამბებს, თითქოს იმ მოვლენათა მომსწრე თვითონ იყო. ირფალიონის საყვარელი ჭადრაკი კი არ არის ჩვეულებრივი ჭადრაკი - ეს საოცარი და ჯადოსნური ჭადრაკია, ულამაზესი ფიგურებითა და მაგიური ისტორიით. აქ ტრადიციული ფიგურების ნაცვლად მეფედ სპილო გვევლინება თავის მეწყვილე ლაზიერთან ერთად, კუს როლს მელია თამაშობს, მხედარი პატარა პონია, ეტლის ადგილას ტახი დგას, ხოლო პაიკებად პაწაწინა თაგუნიები განლაგდებიან დაფაზე.

  • სპეციალური ფასი - 15 ლარი.

„შუაღამე მუნსთოუნში“ - ლარა ფლეკერი: იდუმალი თავგადასავალი მათთვის, ვისაც მაგია და ძველი სასახლეების საიდუმლოებები იზიდავს. შუაღამისას კოსტიუმები გაცოცხლდებიან და მათ ვერავინ შეაჩერებს... ოდესღაც საოცრებებით სავსე მუზეუმი ახლა ძველი სახლია ჭრიალა იატაკითა და ნესტიანი კედლებით. დეკადენტური სამოსი - მოსაწყენი და უსიცოცხლოა, ხოლო ქსოვილები -გაცვეთილი და მტვრიანი, მაგრამ მუნსტოუნის კედლებში ჯერ კიდევ იმალება ჯადოქრობა და კიტი მალე აღმოაჩენს, რომ ძველი სამოსი საიდუმლოებს მალავს...

  • სპეციალური ფასი - 10 ლარი.

„კოსმოსი – მეცნიერება და მითი“ - ლუის კასანი: ვიზუალური ატლასი, რომელიც ცნობისმოყვარე პატარებს ვარსკვლავების სამყაროში ამოგზაურებს.

  • სპეციალური ფასი - 22 ლარი.

საგანმანათლებლო ბარათები „ვიმოძრაოთ უსაფრთხოდ“: თამაში-ვორქშოპი, რომელიც პატარებს საგზაო ნიშნებსა და უსაფრთხოებას ასწავლის.

  • სპეციალური ფასი - 20 ლარი.

ღონისძიებების კალენდარი

გარდა წიგნებისა, „პალიტრა L“ გეპატიჟებათ ცოცხალ შეხვედრებზე, რომლებიც ბავშვებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცევა:

23 აპრილი, ხუთშაბათი | 15:00 საათი

წიგნისა და თამაშის „მოგზაური თაგუნია“ წარდგენა.

ნათელა სანიშვილი პატარებს წაუკითხავს ამბებს და მოაწყობს ვორქშოპს, სადაც ბავშვები თამაშით გაეცნობიან წიგნის პერსონაჟებს.

25 აპრილი, შაბათი | 11:00 საათი

„კუპატას თავგადასავლის“ კითხვის საათი, გიორგი კეკელიძესთან ერთად.

ეს არის შანსი, ბავშვებმა თავად ავტორისგან მოისმინონ ყველაზე ცნობილი ქართველი ძაღლის თავგადასავალი.

26 აპრილი, კვირა | 18:00 საათი

სპექტაკლი „კუპატას თავგადასავალი“

სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი წარმოგიდგენთ ნაწყვეტს გიორგი კეკელიძის მოთხრობის მიხედვით დადგმული სპექტაკლიდან.

რეჟისორი: ლაშა შეროზია

კომპოზიტორი: თამარ ფუტკარაძე-ლაშხი

მხატვარი: ვახტანგ ქორიძე

არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, აჩუქოთ თქვენს შვილებს არა მხოლოდ წიგნი, არამედ ნამდვილი თავგადასავალი.

R