ორშაბათს, ესპანეთში, ხარების ბრძოლის დროს ცნობილმა მატადორმა, მორანტე დე ლა პუებლამ ტრავმა მიიღო, რის გამოც მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.
ადგილობრივი მედიის, El Mundo-ს ცნობით, ინციდენტი სევილიაში, Maestranza არენაზე გამართული წარმოდგენის დროს მოხდა. მატადორი ხართან ზედმეტად ახლოს მივიდა, რის შედეგადაც სერიოზული დაზიანება მიიღო.


შემთხვევა ათასობით მაყურებლის თვალწინ მოხდა და არენაზე დაძაბულობა გამოიწვია. დაშავებული მატადორი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში.


ექიმების ინფორმაციით, დაზიანება განსაკუთრებით მძიმე იყო - დაზიანებული აღმოჩნდა სწორი ნაწლავის არე, რის გამოც საჭირო გახდა ფართომასშტაბიანი ქირურგიული ჩარევა. მედიკოსებმა ჩაატარეს ნაწლავის კედლისა და შესაბამისი კუნთოვანი სისტემის აღდგენითი ოპერაცია.
იხილეთ ასევე: