პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოიწონა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის განკარგულება, რომლის მიხედვითაც სუს-ის ხელმძღვანელს მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება ენიჭება. ყაველაშვილმა მთავრობას შესაბამისი განკარგულებით 20 აპრილს მიმართა.
შესაბამისი დოკუმენტი მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 7³ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად:
ა) მოწონებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის 2026 წლის 20 აპრილის №20/04/01 განკარგულება "მამუკა მდინარაძისათვის სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ–მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ";
ბ) განხორციელდეს ამ განკარგულების "ა" ქვეპუნქტში მითითებული საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების თანახელმოწერა". - ვკითხულობთ განკარგულებაში.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ 8 აპრილს მდინარაძეს "სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკის“ წოდება მიანიჭა. მანამდე კი უსაფრთხოების სამსახურში მისთვის წოდებების მინიჭება შემდეგნაირად ხდებოდა:
შეგახსენებთ, მამუკა მდინარაძე სუს-ში 2025 წლის 3 სექტემბერს დაინიშნა