ავტორი:

"თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, დაბომბვას გავაახლებთ" - დონალდ ტრამპი

"თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, დაბომბვას გავაახლებთ" - დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს.

  • "ველი, რომ დაბომბვას დავიწყებთ, რადგან ვფიქრობ, ეს უკეთესი პოზიციაა. სამხედროები მზადყოფნაში არიან“, - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა CNBC-ის.

ასევე, მისი თქმით, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვადის გახანგრძლივება არ სურს და აშშ-ს მოლაპარაკებებში უფრო ძლიერი პოზიცია აქვს.

"ამის გაკეთება არ მსურს. ჩვენ ამდენი დრო არ გვაქვს“, - აღნიშნა ტრამპმა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს