უკრაინამ ნავთობსადენი "დრუჟბა“ აღადგინა, მაგრამ არ არსებობს გარანტიები, რომ რუსეთი კვლავ არ დაბომბავს მას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
ამას უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარების პაკეტის განბლოკვასთან ვაკავშირებთ, რომელიც უკვე იქნა დამტკიცებული ევროპული საბჭოს მიერ. მაგრამ იმედი გვაქვს, რომ პარტნიორები შესაბამის ნაბიჯებს გადადგამენ უკრაინისთვის [მოლაპარაკებების] კლასტერებზეც - სამუშაოს ჩვენი ნაწილი უკვე შევასრულეთ პირველ კლასტერებზე. დამატებით, მნიშვნელოვანია ამ ომისთვის რუსეთის წინააღმდეგ სისტემური სასანქციო ზეწოლის გაგრძელება და ევროპისთვის ენერგორესურსების კიდევ უფრო დივერსიფიცირებაზე მუშაობა. ევროპა დამოუკიდებელი უნდა იყოს მათგან, ვინც ევროპის განადგურებას ან დასუსტებას ცდილობს,” - წერს ზელენსკი.