როგორ დავამარცხოთ ჭარბი ოფლიანობა და დავიბრუნოთ კომფორტი მარტივად?

როგორ დავამარცხოთ ჭარბი ოფლიანობა და დავიბრუნოთ კომფორტი მარტივად?

ჰიპერჰიდროზი, ანუ ჭარბი ოფლიანობა, ბევრი ადამიანისთვის ტაბუდადებული თემაა. მათთვის, ვინც ამ პრობლემას ყოველდღიურად აწყდება, ის მუდმივ სტრესსა და დაძაბულობასთან ასოცირდება.

ჭარბი ოფლიანობა ხშირად ადამიანის ცხოვრების წესსაც ცვლის. ადამიანები, ვისაც ჰიპერჰიდროზი აწუხებს, იძულებული არიან მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული ფერის ტანსაცმელი ატარონ, თავის იკავებენ ხელის ჩამორთმევისგან ან სხვა სახის ფიზიკური კონტაქტისგან, რომ ოფლიანი ხელებით გამოწვეული უხერხული მომენტები თავიდან აიცილონ.

ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად კი მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების მიერ აღიარებულია „ოდაბანი“, რომელიც 1970 წლიდან იქმნება და ჰიპერჰიდროზთან საბრძოლველად ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო და ეფექტურ საშუალებად ითვლება.

პროდუქცია წარმოდგენილია სამი ძირითადი ფორმით.

ოდაბან სპრეი წარმოადგენს უნივერსალურ საშუალებას სხეულის სხვადასხვა ზონისთვის და იგი ეფექტურად უმკლავდება ჭარბ სისველეს. მისი გამოყენება შესაძლებელია სხეულის თითქმის ნებისმიერ ნაწილზე: იღლიის, ტანის, სახის, ხელების, ტერფებისა და თავის კანის ჩათვლით.

ოდაბანის გელი სპეციალურად შექმნილია ხელისგულებისთვის, პრეპარატი მომენტალურად შეიწოვება და უზრუნველყოფს კანის სიმშრალეს.

ხოლო ოდაბანის დეო-სტიკი განკუთვნილია ყოველდღიური ჰიგიენისთვის მათთვის, ვისაც ჭარბი ოფლიანობა არ აწუხებს, თუმცა უსიამოვნო სუნის პრევენცია სურს.

ოდაბანის მოქმედების პრინციპი ეფუძნება ოფლის გამომტან სადინარებზე სპეციალური ორგანული ბარიერის წარმოქმნას. რადიოიზოტოპურმა კვლევებმა დაადასტურა, რომ პრეპარატის აქტიური კომპონენტები არ არღვევენ საოფლე ჯირკვლების ბუნებრივ ფუნქციონირებას. შედეგად, დამუშავებული ზონა რჩება მშრალი, ხოლო ორგანიზმიდან გამოსასვლელი სითხის ბალანსი ბუნებრივად რეგულირდება შარდის გამოყოფის სისტემის მეშვეობით.

ჭარბი ოფლიანობის თავიდან ასარიდებლად ოდაბან სპრეი გამოიყენება. მისი გამოყენების დროს მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად და კანის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია სამი ძირითადი წესის დაცვა.

პირველ რიგში, გამოიყენეთ საშუალება მხოლოდ ძილის წინ, რადგან ღამით, დასვენების მდგომარეობაში, საოფლე ჯირკვლები ნაკლებად აქტიურია, რაც ხელს უწყობს პრეპარატის უკეთ მოქმედებას. მეორე წესის თანახმად, დაიტანეთ იგი მხოლოდ მშრალ კანზე. დაბანის შემდეგ კანი კარგად უნდა გაშრეს, რისთვისაც საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ფენის გამოყენება ცივ რეჟიმზე. ასევე მნიშვნელოვანია დოზირების დაცვა საკმარისია სპრეის 1-2 დაფრქვევა, ხოლო მგრძნობიარე კანის შემთხვევაში სასურველია პრეპარატის ბამბის დისკით დატანა.

მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციებიც: თავდაპირველად პროდუქტი გამოიყენება ყოველ საღამოს (3-დან 7 დღემდე), ხოლო სასურველი შედეგის მიღწევის შემდეგ - კვირაში მხოლოდ 1-2-ჯერ. არ გამოიყენოთ საშუალება გაპარსვიდან ან ეპილაციიდან 24 საათის განმავლობაში. თუ მაინც იგრძნობთ მსუბუქ წვას ან ქავილს, კანზე დაიტანეთ საბავშვო ტალკი, რომელიც სიმშრალესაც შეინარჩუნებს და დისკომფორტსაც შეამცირებს.

დღეს ჰიპერჰიდროზი აღარ არის გადაუჭრელი პრობლემა - სწორად შერჩეული მოვლის საშუალებებით შესაძლებელია სხეულზე კონტროლის დაბრუნება და თავდაჯერებულობის აღდგენა.

R