ავტორი:

მაჭანკალი კენდალისთვის - მედია კენდალ ჯენერისა და ჯეიკობ ელორდის რომანის ახალ დეტალებზე წერს: ისინი თურმე კაილი ჯენერიმ დააკავშირა

მაჭანკალი კენდალისთვის - მედია კენდალ ჯენერისა და ჯეიკობ ელორდის რომანის ახალ დეტალებზე წერს: ისინი თურმე კაილი ჯენერიმ დააკავშირა

“კაილიმ კენდალს უთხრა: ამ ბიჭს ახლავე უნდა შეხვდე“ - ინსაიდერები კენდალ ჯენერისა და ჯეიკობ ელორდის რომანის ახალ დეტალებზე საუბრობენ: წყვილი ერთმანეთს თებერვლიდან ხვდება

მედიის ინფორმაციით, კენდალ ჯენერი და ჯეიკობ ელორდი ერთმანეთს თებერვლიდან ხვდებიან. რომანის შესახებ ჭორები პირველად მას შემდეგ გავრცელდა, რაც ისინი Coachella 2026-ის შემდეგ გამართულ წვეულებაზე ერთად შენიშნეს.

მოგვიანებით, გამოცემა Daily Mail-ს წყარომ დაუდასტურა, რომ წყვილი უკვე ორი თვეა ურთიერთობაშია. ამავე წყაროს ცნობით, მათ დაახლოებაში მნიშვნელოვან როლს კაილი ჯენერი ასრულებდა.

წყაროს თქმით, კაილი ხშირად იყო ელორდის გარემოცვაში მისი პარტნიორის, ტიმოთი შალამეს დაჯილდოების სეზონის პერიოდში. იმ დროს ელორდი ნომინირებული იყო ფილმისთვის Frankenstein, ხოლო შალამე - Marty Supreme-ისთვის.

ინსაიდერის ინფორმაციით, კაილის ელორდი ძალიან მოეწონა და ჩათვალა, რომ ის კარგი პარტნიორი იქნებოდა კენდალისთვის.

“დას უთხრა: ამ ბიჭს ახლავე უნდა შეხვდე“, - ამბობს წყარო.

ჯეიკობ ელორდი 2021 წლიდან ინფლუენსერ ოლივია ჯეიდთან იყო დაკავშირებული, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში წყვილის ურთიერთობა საკმაოდ არასტაბილური იყო, საბოლოოდ კი ერთმანეთს დაშორდნენ. ინსაიდერების ინფორმაციით, დაშორების შემდეგ მსახიობი მთლიანად კარიერაზე იყო ორიენტირებული და სერიოზული ურთიერთობის დაწყებას არ გეგმავდა.

სხვადასხვა დროს ქენდალ ჯენერი არაერთ ცნობილ მამაკაცს ხვდებოდა - მათ შორის მუსიკოს Bad Bunny-ს და რამდენიმე პროფესიონალ კალათბურთელს, თუმცა ყველა ურთიერთობა დაშორებით დასრულდა.

წყარო