ავტორი:

ბრაზილიაში, პოლიციასა და კრიმინალურ დაჯგუფებას შორის ატეხილი სროლის გამო, 200 ტურისტი მთის მწვერვალზე, 2 საათით, იძულებით ჩარჩნენ

ბრაზილიაში, პოლიციასა და კრიმინალურ დაჯგუფებას შორის ატეხილი სროლის გამო, 200 ტურისტი მთის მწვერვალზე, 2 საათით, იძულებით ჩარჩნენ

ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეირო-ში, პოლიციასა და შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის სროლის შედეგად დაახლოებით 200 ტურისტი მთის მწვერვალზე ხაფანგში მოექცა.

ინციდენტი მორო დოის ირმაოსიზე მოხდა, რომელიც იპანემას სანაპიროს გადაჰყურებს და პოპულარული ტურისტული ადგილია. თვითმხილველების თქმით, მოგზაურები მზის ამოსვლის სანახავად იყვნენ შეკრებილები, როდესაც სროლის ხმა გაიგეს.

სროლა ქვემოთ მდებარე უბანში დაიწყო, სადაც პოლიცია კრიმინალური დაჯგუფების, კომანდო ვერმელიოს წევრების დაკავებას ცდილობდა. უსაფრთხოების მიზნით, სამართალდამცავებმა მთაზე მისასვლელი ბილიკი გადაკეტეს.

თვითმხილველის, ესტეფანია ანდრადეს თქმით, სიტუაცია განსაკუთრებით დამაბნეველი იყო.

“სროლა ისმოდა და ვერ ვხვდებოდით, საიდან მოდიოდა, ახლოს იყო თუ შორს. უბრალოდ არ ვიცოდით, რა ხდებოდა“, - განაცხადა მან მედიასთან საუბრისას.

ხელისუფლების ინფორმაციით, ტურისტებს მორო დოის ირმაოსიდან დაშვების ნებართვა დაახლოებით ორი საათის შემდეგ მისცეს.

წყარო