თამთა გოდუაძე საბერძნეთში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ვარსკვლავია. საქართველო წლების წინ დატოვა და მისი მუსიკალური მოგზაურობა უცხო ქვეყანაში გაგრძელდა. ბერძნული მედია წერს, რომ თამთას ცხოვრება გამორჩეულად საინტერესო ადამიანია.
ცნობილი მომღერალი გადაცემა "Kalytera de ginetai“-ს და ჟურნალისტ ვლასის კოსტუროს ესაუბრა. მან, სხვა თემებთან ერთად, მიმოიხილა თავისი პირადი ცხოვრება, ღამის კლუბი, სადაც ამჟამად გამოდის, და ის ნეგატიური კომენტარები, რომლებსაც იღებს.

"ღამის სცენებზე ჩემი როლი ძალიან კონკრეტული იყო. არასოდეს მქონია სურვილი, რომ ვყოფილიყავი “პირველი ნომერი“, რადგან, ფაქტობრივად, პოპ-შემსრულებლის სტატუსით ასეთი ვერც გავხდებოდი. ვგრძნობდი, რომ 20 წლის განმავლობაში ამ სქემებში ვიყავი... მეორე, მესამე, მეორე, მესამე. ამის შემდეგ განვითარება აღარ არსებობს“, - განაცხადა მომღერალმა.
"ძალიან წინააღმდეგობრივი მხარეები მაქვს, თუნდაც ჩაცმულობაში. რა თქმა უნდა, იმ დაწესებულებაში, სადაც ახლა გამოვდივარ, კამერები არ დაიშვება. კამერებს სტიკერებს აკრავენ, ამიტომ ვერავინ ვერაფერს იღებს. შესაბამისად, ადამიანები პირდაპირ გიყურებენ. ისინი კამერის მიღმა კი არ გიყურებენ, არამედ გისმენენ და გხედავენ იმ ყურადღების გაფანტვის გარეშე, რაც სოციალური ქსელებისა და მობილური ტელეფონებისგან გვაქვს“, - დაამატა მან.

26 აპრილს თამთა ათენის ყველაზე ცნობილ ანდერგრაუნდ სივრცეში, SMUT ATHENS-ში ბრუნდება. ეს არის ადგილი, სადაც მკაცრი წესები მოქმედებს. კლუბის პერსონალი შესვლისთანავე მობილური ტელეფონების კამერებს სტიკერებით ფარავს, რათა მაყურებელმა თავი დაცულად იგრძნოს.
თავის პარტნიორთან, პარის კასიდოკოსტასთან ერთად შექმნილ ხმის ჩამწერ კომპანიაზე თამთამ აღნიშნა: "ეს არის "KiKi Music". ეს კომპანია, ძირითადად, იმისთვის შეიქმნა, რომ ჩემი ნამუშევრები ზუსტად ისე გამოვუშვა, როგორც მე მინდა. ვცდილობთ, მხარი დავუჭიროთ იმ არტისტებს, რომლებსაც დიდი კომპანიები ასე მარტივად არ მიიღებდნენ“.
რაც შეეხება ნეგატიურ კომენტარებს, თამთამ განაცხადა: "არის კონკრეტული რაღაცები, რისი დატოვებაც საერთოდ არ მიყვარს. ანუ, ძალიან მარტივად ვიყენებ “დაბლოკვის“ ფუნქციას. ძირითადად - რასისტულ კომენტარებზე. მეორე, რასაც ვერ ვუძლებ, არის ჩემს ოჯახზე შეხება. აქ საერთოდ არ მაქვს თმენის უნარი. რა თქმა უნდა, მომისმენია და დაწერილა ისეთი რაღაცებიც, რომლებსაც სიმართლესთან საერთოდ არანაირი კავშირი არ ჰქონდა, მაგრამ, მეორე მხრივ, ვაღიარებ, რომ ჩემს საქმეს ესეც ახლავს“.
მეორე შვილის გაჩენის შესაძლებლობაზე თამთამ აღიარა:
"ჩემი ქალიშვილის დაბადების შემდეგ, მეორე შვილის გაჩენაზე აღარ მიფიქრია. პრიორიტეტი სხვა რამეებს მივანიჭე. თუმცა, არასოდეს იცი, ხვალ რა იქნება..."
კითხვაზე, აფორიაქებს თუ არა ასაკის მატება, მან უპასუხა:
"ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. ორმოცდაათი წლის შემდეგ შეიძლება სხვა საწუხარი გაჩნდეს. ჯერჯერობით საკუთარ თავს საკმაოდ კარგად ვაფასებ, ვიკეთებ ძალიან მცირე რაღაცებს, რომ ფორმა მაქსიმალურად შევინარჩუნო, თუმცა ყველაფერს ნორმის ფარგლებში ვიკეთებ“.
წაიკითხეთ ასევე: