ავტორი:

რეალურად რას შეიძლება ემსახურებოდეს ახალი სამთავრობო ცვლილებები? - ექსპერტის ანალიზი

რეალურად რას შეიძლება ემსახურებოდეს ახალი სამთავრობო ცვლილებები?  - ექსპერტის ანალიზი

"დილით გენერლად აკურთხეს, საღამოს კი - თანამდებობიდან მოხსნეს", - ამგვარად ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მმართველ გუნდში განხორციელებულ საკადრო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე მამუკა მდინარაძეს გეკა გელაძე ჩაანაცვლებს, თავად მდინარაძე კი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გახდება. მართალია, ასეთი თანამდებობა ქვეყანაში ამ დრომდე არ არსებობს, მაგრამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, შესაბამისი ცვლილება უახლოეს დღეებში დარეგისტრირდება პარლამენტში. „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსები ოპოზიციის ქილიკს არ იმჩნევენ და ირწმუნებიან, რომ მდინარაძე ძალიან დააკლდა საჯარო პოლიტიკას და მისი დაბრუნება სხვა ძალებით აღავსებს გუნდს. რა მოხდა სინამდვილეში, რას ნიშნავს ეს საკადრო გადაადგილება და რისთვის შეიძლება, ემზადება „ქართული ოცნება“ ამ საკითხთან დაკავშირებით? - პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე საკუთარ ვერსიას გვიზიარებს:

- მთელ ამ ამბავში ძალიან საინტერესოდ მეჩვენება ის ფაქტი, რომ სამინისტრო, რომლის მინისტრად მამუკა მდინარაძე უნდა დაინიშნოს, ჯერ შექმნილი არ არის, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ცოტა ხნის წინ სთხოვა პარლამენტს, სასესიო კვირაში სწრაფი ტემპით მოხდეს ამ ცვლილებების შეტანა და შეიქმნას სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის სამინისტრო.

როგორც ჩანს, ვიღაცამ ისე სწრაფად და მოულოდნელად მიიღო გადაწყვეტილება, რომ მმართველმა გუნდმა სამინისტროს შექმნაც კი ვერ მოასწრო. კი მაგრამ რა უნდა ხდებოდეს ახლა ასეთი?! ომი არ არის, რაიმე განსხვავებულად საშინელი მდგომარეობაც არ არის, რომ დროის დაკარგვა შეუძლებელი იყოს და ყველაფერი ამ კვირაზე იყოს დამოკიდებული. ამიტომ მიჩნდება კითხვა, რა შეიძლება მომხდარიყო ისეთი, ამ ერთ კვირაში, რომ მდინარაძე თუნდაც კიდევ ერთი კვირით არ დაიტოვებოდა უსაფრთხოების სამსახურში?!ეს ყველაფერი კიდევ უფრო უცნაურად გამოჩნდა, როდესაც გაირკვა, რომ მდინარაძისთვის სულ ცოტა ხნის წინ მიუნიჭებიათ გენერალ-მაიორის წოდება. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ კობახიძემ ვიღაცისგან სასწრაფო ბრძანება მიიღო, შესაძლოა, ტელეფონითაც. ალბათ, გახსოვთ, ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიდი მონდომებით რომ ისაუბრა წარმატებულ წელზე და მეორე თუ მესამე დღეს თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. აი, ეს ამბავი გამახსენა რატომღაც ამ ფაციფუცით გაკეთებულმა განცხადებამ. გააგრძელეთ კითხვა.