აპრილი წიგნის მოყვარულებისთვის წლის ყველაზე გამორჩეული თვეა. 23 აპრილს მსოფლიო წიგნის ჩუქების დღეს ზეიმობს. თბილისის წიგნის ბაზრობა, რომელიც ყოველი წლის აპრილის თვეში იმართება, უკვე კარს მოგვადგა. მკითხველი მოუთმენლად ელის იმ განსაკუთრებულ შეთავაზებებს, რომლებსაც გამომცემლობა "პალიტრა L" ტრადიციულად გვთავაზობს.
თუ სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ახერხებთ „ექსპო ჯორჯიაში“ სტუმრობას, "პალიტრა L" იზრუნებს იმაზე, რომ საფესტივალო განწყობა და ფასები ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.
თბილისის წიგნის ბაზრობის დღეებში, 23-26 აპრილს, ნებისმიერ მსურველს შეეძლება ისარგებლოს ფასდაკლებით ონლაინ, სადაც არ უნდა იყოს.
საფესტივალო შეთავაზებები უკვე გელოდებათ "პალიტრა L"-ის მობილურ აპლიკაციასა და ვებგვერდზე!
ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად, მარტივად და კომფორტულად შეარჩიოთ სასურველი საკითხავი და ისარგებლოთ ზუსტად იმავე შეღავათებით, რაც ფესტივალზე დაგხვდებოდათ.
თბილისის წიგნის ბაზრობა 2026-ის სრული კატალოგი იხილეთ ბმულზე.
იხილეთ ფასდაკლებები საიტზე: https://palitral.ge/sales
ან, ისარგებლეთ აპლიკაციით. "პალიტრა L"-ის აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდ, ასევე IOS სისტემაზე.
საქართველოში აპრილი წიგნის ჩუქების თვეა! სწორედ ამიტომ, მათ, ვინც პირადად ეწვევა „პალიტრა L”-ის სტენდს „ქსპო ჯორჯიას“ სივრცეში, ნებისმიერ შენაძენზე გამომცემლობისგან საჩუქრად წიგნს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ფესტივალი გაიმართება 23-26 აპრილს, Expo Georgia-ს XI პავილიონში, დილის 11:00-დან 20:00 საათამდე.
R