ავტორი:

"ქურდული სიმღერის" გამო მოხდა ჩხუბი" - რას ამბობს დაჭრილის ახლობელი და რას აცხადებენ შსს-ში? - დეტალები მარნეულში, ქორწილში მომხდარ სისხლიან დაპირისპირებაზე

"ქურდული სიმღერის" გამო მოხდა ჩხუბი" - რას ამბობს დაჭრილის ახლობელი და რას აცხადებენ შსს-ში? - დეტალები მარნეულში, ქორწილში მომხდარ სისხლიან დაპირისპირებაზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

  • უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღის გამოყენებით, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა - 1992 წელს დაბადებულ ფ.კ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში მოათავსეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.გ. ბრალდებულის სახით მომხდარიდან მალევე დააკავეს.

  • გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.-ნათქვამია ინფორმაციაში.

დაზარალებულის ახლობლის თქმით, ქორწილში დაპირისპირება ე.წ. ქურდული სიმღერის გამო დაიწყო.

"ღამის საათებში მოხდა ჩხუბი. ჩხუბის შედეგად ჩემი ნათესავი არის დაზარალებული, დაჭრილია დანით. როგორც მოწმეებმა აღნიშნეს, იქ იყვნენ კრიმინალური სამყაროს წევრები. "ქურდული სიმღერის" გამო მოხდა ჩხუბი. ჩემი ნათესავი იყო წინააღმდეგი, მორწმუნეა და ქურდული სამყარო და ეგეთი რაღაცები არ უყვარს და გამოთქვა პრეტენზია", - ამბობს "ტვ პირველთან" დაზარალებულის ახლობელი.