2024 წლის 15 სექტემბერს იტალიაში, ნეაპოლში ტურისტს, ახალგაზრდა ქალს, კიარა ჯაკონისს ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის აივნიდან მოზარდის მიერ გადმოგდებული ქანდაკება თავის არეში მოხვდა, რის შედეგადაც 30 წლის ჯაკონისი ადგილზე დაიღუპა.

წყვილმა კიარას დაბადების დღე აღნიშნა და კუნძულზე გატარებული უქმეების შემდეგ შინ დასაბრუნებლად ემზადებოდნენ, როდესაც ნეაპოლის ესპანურ კვარტალში, წყნარ ქუჩაზე ბარგით მოძრაობისას ქალმა საბედისწერო დარტყმა მიიღო.

პოლიციის განცხადებით, 2-კილოგრამიანი ფიგურა, რომელიც კიარას თავში მოხვდა 13 წლის ბიჭმა გადმოაგდო.


პროკურატურა აცხადებს რომ, ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, მშობლებს მეტი ყურადღება რომ მიექციათ შვილისთვის, რომელსაც, სავარაუდოდ, წარსულშიც ჰქონდა მსგავსი საშიში ქმედებები ჩადენილი.
მოპასუხე მხარე ყოველგვარ ბრალეულობას უარყოფს და აცხადებს, რომ მომხდართან კავშირი არ აქვთ და ქანდაკება მათ არც კი ეკუთვნოდათ.