რეალითი შოუების ვარსკვლავი, კიმ კარდაშიანი ქანიე ვესტთან დაშორების შემდეგ კვლავ შეყვარებულია.
თუ აქამდე მისი ახალი რომანის შესახებ ტაბლოიდები დაუდასტურებელ ინფორმაციას ავრცელებდნენ, ახლა უკვე დანამდვილებით ცნობილია, რომ კარდაშიანების იმპერიის მთავარი ქალი ურთიერთობაშია.

45 წლის კიმის რჩეული ავტომრბოლელი, 41 წლის ლუის ჰამილტონია.
წყვილი პაპარაცებმა მალიბუს სანაპიროზე სერფინგის დროს დააფიქსირეს. ისინი ოკეანეში ერთმანეთის მიმართ სიყვარულს არ მალავდნენ.




ცნობისთვის, ქანიე უესტი და კიმ კარდაშიანი ერთმანეთს ოფიციალურად 2021 წელს დაშორდნენ, თუმცა ქანიე ამ ფაქტს დიდი დროის განმავლობაში ვერ ეგუებოდა და დიდი დროის განმავლობაში შერიგებას ცდილობდა.
რეპერი ამბობდა, რომ მისი და კიმის ერთად ყოფნა "უფალს სურს".