აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მდივანი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
- პენტაგონის განცხადებით, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მდივანი ჯონ ფელანი თანამდებობას დაუყოვნებლივ ტოვებს, გათავისუფლების მიზეზი არ დაუსახელებიათ.
გამოცემის წყაროების ცნობით, ბოლო დროს აშშ-ის თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთსა და სამხედრო-საზღვაო ძალების მდივან ჯონ ფელანს შორის ურთიერთობა გაუარესდა.
- ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, ჰეგსეთსა და ფელანის რამდენიმე საკითხზე უთანხმოება ჰქონდათ, კერძოდ, ფელანის გათავისუფლების მთავარი მიზეზი გემთმშენებლობის მიმართ მისი მიდგომა იყო.
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მდივნის მოვალეობას ფელანის მოადგილე, ჰანგ ჩაო შეასრულებს.
ცნობისთვის, ფელანის გათავისუფლება პენტაგონის შემადგენლობაში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მომხდარი მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებებიდან ერთ-ერთია. მიმდინარე თვის დასაწყისში პიტ ჰეგსეთმა აშშ-ის არმიის შტაბის უფროსი რენდი ჯორჯი გაათავისუფლა.