ავტორი:

საჰაერო შეტევა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე - რა დეტალები ხდება ცნობილი

საჰაერო შეტევა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე - რა დეტალები ხდება ცნობილი

რუსეთის ოლქებში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • გავრცელებული ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შემდეგ ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში მდებარე „გორკის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა და სამარის ოლქში მდებარე ნავთობქიმიური ქარხნის ტერიტორიებზე ხანძარი გაჩნდა.

ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოს მოსახლეობის ცნობით, ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.

სამარის ოლქში თავდასხმის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ ფედორიშჩევმაც დაადასტურა.

„წინასწარი ინფორმაციით დაშავებულები არიან. ნოვოკუიბიშევსკის სამრეწველო ობიექტზე თავდასხმა განხორციელდა“, - განაცხადა სამარის ოლქის გუბერნატორმა.