ევროკავშირი, 2013 წლის შემდეგ პირველად, ახალი წევრის გაწევრიანების ხელშეკრულებაზე მუშაობას იწყებს, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი სოციალურ ქსელში წერს.
ევროკომისარმა მონტენეგროს პრემიერ-მინისტრ მილოჟკო სპაჟიკს მიულოცა.
„ეს თქვენი პროგრესის მკაფიო აღიარებასა და რეფორმების გაგრძელებისთვის ძლიერ სიგნალს წარმოადგენს“, - დაწერა მარტა კოსმა.
ცნობისთვის, გუშინ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა „სპეციალური სამუშაო ჯგუფის“ შექმნას დაუჭირეს მხარი, რომელიც ევროკავშირში მონტენეგროს გაწევრიანების ხელშეკრულების პროექტს მოამზადებს.