სამხრეთ კორეის საჰაერო ძალებმა ბოდიში მოიხადა 2021 წელს მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომლის დროსაც ორი სამხედრო თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
- როგორც საჰაერო ძალების წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, შემთხვევამ საზოგადოებაში დიდი შეშფოთება გამოიწვია. მისი თქმით, საჰაერო ძალები გულწრფელად იხდის ბოდიშს მომხდარის გამო.
გამოძიებით დადგინდა, რომ კატასტროფის მიზეზი პილოტების დაუდევრობა გახდა. ფრენის დროს ისინი სელფებს და ვიდეოებს იღებდნენ, რაც უსაფრთხოების წესების სერიოზულ დარღვევად ითვლება.
საჰაერო ძალების განცხადებით, მიმდინარეობს უსაფრთხოების წესების გამკაცრება, რათა მსგავსი შემთხვევები მომავალში აღარ განმეორდეს.
წყარო