ავტორი:

კატასტროფის გამომწვევი კლიმატური მოვლენა, რომლის შესახებაც არ საუბრობენ - "ქალაქების დატბორვა, საკვების დეფიციტი და ეკოსისტემების დაშლა": რას ამბობენ მეცნიერები

კატასტროფის გამომწვევი კლიმატური მოვლენა, რომლის შესახებაც არ საუბრობენ - "ქალაქების დატბორვა, საკვების დეფიციტი და ეკოსისტემების დაშლა": რას ამბობენ მეცნიერები

მეცნიერებმა ხელახლა შეაფასეს ატლანტის ოკეანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სისტემა - ატლანტიკის მერიდიანული ცირკულაცია და განაცხადეს, რომ იზრდება მისი შესუსტების, ან საერთოდ შეჩერების რისკი.

  • ეს არის დინებათა სისტემა, რომელიც უდიდეს გავლენას ახდენს კლიმატზე. დინებათა ცირკულაციის საშუალებით, სითბო ტროპიკებიდან ჩრდილო ატლანტიკისკენ გადადის და ამით ამინდი სტაბილური ხდება, თუმცა მეცნიერების თქმით, კლიმატის ცვლილების გამო, ზღვის წყლის ტემპერატურა და მარილიანობა იცვლება, რაც დინებათა ცირკულაციის პროცესს არღვევს.

ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ თუ ეს სისტემა მნიშვნელოვნად დასუსტდება ან საერთოდ შეჩერდება, შედეგები სერიოზული იქნება. მაგალითად, ჩრდილოეთ ევროპაში ზამთარი ბევრად უფრო ცივი შეიძლება გახდეს, ხოლო ამაზონის ჯუნგლებში წყლის ციკლი შეიცვლება. ეს კი ტროპიკული ტყეების დაზიანებას და ეკოსისტემების დაშლას გამოიწვევს.

ამ პროცესმა შეიძლება დააჩქაროს ზღვის დონის მატება, რაც სანაპირო ქალაქებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

  • გარდა ამისა, მოსალოდნელია ტემპერატურის ზრდა ანტარქტიდაზე, ასევე დიდი რაოდენობით დაგროვილი ნახშირბადის გამოყოფა სამხრეთ ოკეანიდან, რაც კლიმატის ცვლილებას კიდევ უფრო გააძლიერებს.

კვლევების მიხედვით, ჩრდილოეთ ევროპაში ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. ლონდონში შესაძლოა -19°C დაფიქსირდეს, ედინბურგში -30°C, ხოლო ოსლოში -48°C.

კლიმატი უფრო არასტაბილური გახდება, გაიზრდება ძლიერი შტორმებისა და ექსტრემალური ამინდის მოვლენების რისკი, ხოლო სოფლის მეურნეობა დიდ ბრიტანეთში მნიშვნელოვნად დაზარალდება.

მეცნიერების გაფრთხილებით, თუ კლიმატის ცვლილება გაღრმავდება, შედეგები უფრო მასშტაბური იქნება: ქალაქების დატბორვა, საკვების დეფიციტი და ეკოსისტემების დაშლა. მათი თქმით, ეს უკვე მხოლოდ ეკონომიკური პრობლემა აღარ არის - საუბარია გლობალურ კრიზისზე, რომელიც კაცობრიობის მომავალს ეხება.

წყარო