ავტორი:

მილიარდერი, რომელიც ტრამპის ოჯახს გამოძალვაში ადანაშაულებს - რა არის ცნობილი კრიპტოვალუტის სკანდალურ საქმეზე?

მილიარდერი, რომელიც ტრამპის ოჯახს გამოძალვაში ადანაშაულებს - რა არის ცნობილი კრიპტოვალუტის სკანდალურ საქმეზე?

მილიარდერმა და კრიპტოვალუტის პროექტ TRON-ის დამფუძნებელმა, ჯასტინ სანმა, სარჩელი შეიტანა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ოჯახის საკუთრებაში არსებული კომპანიის, World Liberty Financial-ის წინააღმდეგ.

  • სანმა ტრამპის კომპანია, რომელიც კრიპტოვალუტას უშვებს, გამოძალვასა და მის მიერ გამოშვებული WLFI ტოკენების კონფისკაციის მიზნით "უკანონო სქემის“ განხორციელებაში დაადანაშაულა. სანის ცნობით, "World Liberty“-მ (რომელიც თავად ტრამპმა და მისმა ვაჟმა, ერიკმა, დააფუძნეს) მისი ყველა ტოკენი "გაყინა“ და კომპანიის მართვის საკითხებში ხმის მიცემის უფლება ჩამოართვა.

თავის მხრივ, World Liberty Financial ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ სანი უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებს და ამით საკუთარი ქმედებების დაფარვას ცდილობს.

ჯასტინ სანი

"მათ უსაფუძვლოდ გაყინეს ჩემი ყველა ტოკენი, ჩამომართვეს ხმის მიცემის უფლება და დამემუქრნენ, რომ სამუდამოდ გაანადგურებდნენ ჩემს ტოკენებს ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე მათი,“ - დაწერა სანმა სოციალურ ქსელში.

ბრალდებას ერიკ ტრამპიც გამოეხმაურა და მას უსაფუძვლო უწოდა.

  • დავის პარალელურად, ინვესტორები შეშფოთებას გამოთქვამენ World Liberty Financial-ის ფინანსურ პრაქტიკასთან დაკავშირებით, მათ შორის ტოკენებით უზრუნველყოფილი სესხების გამოყენებაზე. საქმე ახლა სასამართლოში განიხილება და მისი შედეგი კრიპტოვალუტის ბაზრისთვისაც შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.

წყარო